ბარსელონა კოლიადოსთან კონტრაქტს გაწყვეტს

ბარსელონა კოლიადოსთან კონტრაქტს გაწყვეტს

"ბარსელონა" 22 წლის ნახევარმცველთან, ალექს კოლიადოსთან თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ბარსელონელი ჟურნალისტი მარია გარიდო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი კოლიადოსთან ხელშეკრულებას გაწყვეტს. ამის მიზეზი ისაა, რომ "ბარსელონამ" ესპანელი ფეხბურთელის ვერცერთ გუნდში დარეგისტრირება ვერ მოახერხა.

ბუნებრივია, კოლიადოს მიმდინარე სეზონში არცერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. მან სეზონის დასაწყისში მონაწილეობა 3 ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო და 1 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 20 სექტემბერი 2021 16:54
    0
    არ უშვებენ რჩება, და იანვარში გაუიასნებენ საქმეს.
    Culé [?]
    #6 20 სექტემბერი 2021 15:52
    0
    ახალბედებს ბარსა აღარ აკვირდება, რატომ? მისი მართვის საფუძველი და კომპეტენტური მწვრთნელი არ ჰყავს!
    ეს კუმანს არ შეუძლია, ის მხოლოდ "ვარსკვლავების" ინდივიდუალურ ტექნიკაზეც თანახმაა, რომელიც ეს არ შეიძლება! და შესაბამისად შედეგებიც კარგად ვიცით! მასე ბაბუჩემი იქნებოდაო ტრენერი ვიტყოდით, ხომ ასეა?
    კულეებო, რას წარმოვიდგენდით ამ თემაზე საერთოდ თუ ვიმსჯელებდით, რაღაც მინდა გითხრათ, ჩვენი დღევანდელი კლუბის შესახებ და რამ მიგვიყვანა აქამდე, გთხოვთ ერთად გავაკეთოთ ანალიზი.
    უახლოესი - გვარდიოლას და ლუის ენრიკეს ეპოქაში, კი ბატონო მესი, ინი, ხავი, პუიოლი, პიკე და ბუსი იყო!
    ბართომეუდან დღემდე ლა მასიას ყურადღებას აღარავინ აქცევს, და თუ ვინმე ნორმალური ლა მასიამ გაზარდა, ეგრევე ყიდიან! გაიხსენეთ ერთერთი ბავშვი ჩავი სიმონსი და კიდევ რამდენი...
    კარგით, გვეგონა რომ ბარსა იყო უკვდავი, ასეც მიგვაჩვიეს და ახლა ვსაყვედურობთ!
    მწვრთნელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამაზე არც შეიძლება რაიმე სხვა თქვა კაცმა!
    ხავიზე იძახიან, რომ ჯერ მისთვის ადრეა ბარსას მწვრთნელობა?
    ამით ხავის ფსიქოლოგიურად ვანადგურებთ და ამ დროს ბევრად ბევრიც შეუძლია!!! ყოველ შემთხვევისთვის ვალიკოს კიკეს და კუმანს აჯობებს
    მოდით გავიხსენოთ გვარდიოლა, რა ხავის ასაკის არ იყოო???? და როგორი ბარსა გახსოვთ? ან ლუის ენრიკე?
    და გეკითხებით პეპი, ან ლუისი გამოცდილების მიხედვით დანიშნეს????
    ძაან ბევრი სათქმელი მაქვს, მაგრამ არ მინდა ლექცია გამომივიდეს თქვენთან ჩემს ერთგულ კულეებთან!
    ამის მოგვარება შესაძლებელია და ლაპოს სწორედ მომავლის გეგმის პროექტში ითვალისწინებს, სწორედ მართებულ გზას, რომელიც გვქონდა, დაიკარგა და დაგვინგრიეს!
    ამისათვის ეს ნაბიჯებია საჭირო!
    ბარსა ექსპერიმენტის სახით არ უნდა ნიშნავდეს მწვრთნელებს, ეს სავარაუდო მსჯელობის და პრესის შექმნილი ბიზნესია რაც ქვეყნდება!!!
    მაპატიეთ, არ დაგღლით, დასკვნა კარგი მწვრთნელი ყოველთვის გამოიყენებს, როგორც ვარსკვლავებს, ასევე ახალბედებს!
    ეს კუმანს არ შეუძლია, ის ბარსას ლეგენდაა და იმას არ ნიშნავს, რომ რახან ლეგენდააა? და როდესღაც მიხას თოფივით გავარდებაა??? ბევრი იწერება ვინც არ უნდა იყოს მწვრთნელიო, ამ შემადგენლობით ვერაფერს იზავსო, ეს სიტყვეები დილეტანტიზმის შედეგია! მინდა ვიცოდეთ, რომ კარგი მწვრთნელი "კუნძსაც" გამოიყენებს!
    ამ სეზონზე მოთმინება გვმართებს, ბევრად აქტიური უნდა ვიყოთ, ბარსა ჩვენი გულია!
    კულეებო გისურვებთ, გამძლეობას, წარმატებას! მეც ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ!!!
    Culé [?]
    #5 19 სექტემბერი 2021 23:27
    0
    ლაპორტაც მაგარი *ლეა დემირს რომ დაარეგისტრილებ და ამას რა არა🤦🏻‍♂️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 19 სექტემბერი 2021 23:15
    0
    ამის ამბები ხო არ დამთავრდა
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 19 სექტემბერი 2021 22:20
    0
    ცოდოა მაგრამ ეს ბარსას ბრალი მარტო არაა ნიჭიერი ბავშვი ხარ წადი ბიძიაა სადმე საშუალო გუნდში დაგაბრუნებდა ბარსაა თუ გამოიჩენდი თავს...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 სექტემბერი 2021 22:18
    2
    ფუ იმენა რა სალობიეა კლუბი კი არა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #1 19 სექტემბერი 2021 22:08
    2
    ცოდოა არადა მაგრამ 22 წლის ლოხი რო ბ გუნდში თამაშობ და იგივე ოლმოსავით ან სხვებივით არ მიდიხარ უკეთესის ძიებისთვის რავი არცაა მეტის ღირსი ;((