ბარსელონას ლეგენდარული სკაუტი გარდაიცვალა
"ბარსელონას" ლეგენდარული სკაუტი, ჟოან მარტინეს ვილასეკა, რომელმაც კლუბს 29 წელი მიუძღვნა, დღეს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის წარსულში ფეხბურთელი იყო, თუმცა "ბლაუგრანას" მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მიუძღვნა სიცოცხლე და სკაუტის გარდა "ბარსას" ახალგაზრდული გუნდების დირექტორი და ასევე სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ.
მის სახელს ისეთი ცნობილი ფეხბურთელების ტრანსფერები უკავშირდება, როგორებიც არიან გილერმო ამორი, ივან დე ლა პენია, ლუის გარსია, მიკელ არტეტა, ჩავი ერნანდესი, სერხიო გარსია, სესკ ფაბრეგასი, ბოიან კრკიჩი, ანდრეს ინიესტა და კარლეს პუიოლი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]