ბარსელონას კუმანის შეცვლის 5-6 კანდიდატი ჰყავს
"გრანადასთან" გუშინ გამართული უსახური თამაშის (1-1) შემდეგ "ბარსელონა" გუნდის მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის გაშვებას აპირებს.
ცნობილი ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" ნიდერლანდელი სპეციალისტის შეცვლის 5-6 კანდიდატი ჰყავს. კანდიდატურათა სიაში ჩავი ერნანდესი, ანდრეა პირლო, ანტონიო კონტე, ფილიპ კოკუ, იოახიმ ლიოვი და რობერტო მარტინესი შედიან.
გავრცელებული ცნობებით, "ბარსა" კუმანს გაათავისუფლებს, როგორც კი მის შემცვლელს იპოვის. ეს, შესაძლოა, დღეს, ხვალ ან მომავალ კვირაში მოხდეს, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 21 ]