Sport: ჟოან ლაპორტა უსმან დემბელეს შეხვდა

Sport: ჟოან ლაპორტა უსმან დემბელეს შეხვდა

ორშაბათს, "ბარსელონას" პრეზიდენტსა და გუნდის ფრანგ შემტევს, უსმან დემბელეს, შორის შეხვედრა შედგა, იტყობინება Sport.

კატალონიური გამოცემა წერს, რომ "გრანადასთან" მატჩამდე მხარეებმა ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი განიხილეს. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ მუსა სისოკო (დემბელეს აგენტი), მატეუ ალემანი (სპორტული დირექტორი) და რაფა იუსტე (ვიცე-პრეზიდენტი).

ლაპორტას 24 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება მარტიდან მოყოლებული სურს, უსმანი კი მის მიერ გამოჩენილ ნდობას აფასებს - მხარეებს შორის განწყობა პოზიტიურია.

კლუბის მიზანს, დემბელესთან შეთანხმების იანვრამდე მიღწევა წარმოადგენს. "ბარსა" მას 2-წლიანი ხელშეკრულების დადებას სთავაზობს. მოქმედ კონტრაქტს ვადა მომდევნო ზაფხულში ეწურება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 სექტემბერი 2021 16:24
    0
    ციტატა: Davita
    ამ უნიჭო ზანგებს რატო უნდა ეხვერწებოდეს ბარსა? რა უქნეს კლუბს

    იმიტომ, რომ მერე გაყიდოს და უფასოდ არ გაიქცეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 სექტემბერი 2021 14:17
    0
    ეს მეორე მორიბაა.
    Davita
    სტუმარი [?]
    #1 22 სექტემბერი 2021 12:44
    0
    ამ უნიჭო ზანგებს რატო უნდა ეხვერწებოდეს ბარსა? რა უქნეს კლუბს