კუმანი: ბარსას მხოლოდ მაშინ დავტოვებ, როცა ფეხბურთელები ვეღარ გამიგებენ

კუმანი: ბარსას მხოლოდ მაშინ დავტოვებ, როცა ფეხბურთელები ვეღარ გამიგებენ

რონალდ კუმანმა ნიდერლანდულ გამოცემა Voetbal International-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომლის რამდენიმე ნაწყვეტი დღეს დილით გავრცელდა

სრულ ვერსიას კი ახლა გთავაზობთ:

ჩემ გამო არავინ არ უნდა წუხდეს. ესპანეთში, მწვრთნელი ბევრ საყვედურს იღებს. აქ ყველაფერი ძალიან შავ-თეთრია. პენალტს დაგინიშნავენ, როდესაც 90 წუთის განმავლობაში მეტოქეზე უკეთესი იყავი... და ისინი მწვრთნელის ტაქტიკას გააკრიტიკებენ. მე გაგებას არ ვითხოვ, უბრალოდ ფაქტებს ვუყურებ.
ერთადერთი გზა სიმშვიდის დასაყმყარებლად გამარჯვებაა. გამარჯვება, გამარჯვება და კიდევ გამარჯვება.
ვიცოდი, რომ კლუბის ფინანსური სიტუაცია ხელსაყრელი არ იყო, თუმცა არ მეგონა, თუ ასეთი ცუდი იქნებოდა. ეს არც ჟოან ლაპორტამ იცოდა. ვფიქრობ, ისიც ისეთივე შოკირებული იყო, როგორიც - მე. ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვსხედვართ.
ლაპორტას გრძნობების მესმის, ის ამ კლუბის გულშემატკივარია. არც მე მომწონს, რომ "ბაიერნთან" 3-0-ს ვაგებთ, მაგრამ სიატუაციას ჯანსაღი თვალით ვაკვირდები. მეტოქეს შეცვლაზე ისეთი ფეხბურთელები შემოჰყავს, როგორებიც გნაბრი, ერნანდესი და კომანი არიან, ჩვენ კი ახალგაზრდა ტალანტების თამაშში ჩართვა გვიწევს.
"ბაიერნში", შემადგენლობის მიღმა, იდეა არსებობს. ახალგაზრდა ფეხბურთელები, საშუალო ასაკის მოთამაშეთა ჯგუფი და 20 წელს გადაცილებული მოთამაშეები. ჩვენ კი ასაკოვანი ფეხბურთელები და ახალგაზრდა ტალანტები გვყავს, მათ შორის კი - არაფერი.
ბარსელონაში დიდი პატივისცემა სუფევს. ხალხი გიჟი არაა, ისინი კლუბის სიტუაციას იცნობენ და ბედნიერები არიან, რომ ახალგაზრდებს შანსს ვაძლევ. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვთქვი, რომ  ჩემი წყალობით ამ გუნდს მომავალი აქვს.
ლეო მესი "ბარსელონაში" არსებულ პრობლემებს ფარავდა. რა თქმა უნდა, მას გარშემო კარგი ფეხბურთელები ჰყავდა, მაგრამ მატჩის ბედს იგი წყვეტდა. მის გვერდით, ყველა იმაზე უკეთესი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ეს არის არა კრიტიკა, არამედ დაკვირვება.
მესის ყველა ასპექტში 10-დან 10 ქულა ეკუთვნის. სიტუაციების შეფასება, მომენტის დასრულება, ბურთის კონტროლი მას იდეალურად გამოსდიოდა, პასის გაკეთებამდე სწორ აჩქარებას აკეთებდა. ეს ნორმალური არაა.
როდესაც "ბარსელონაში" მუშაობა დავიწყე, მესის მასთან სახლში ვესაუბრე. გაოცებული ვიყავი, თუ რამდენად იყო იგი დაინტერესებული და ჩართული ფეხბურთში.
მას სეზონის სტარტი რთული გამოუვიდა, რის გამოც მოიბოდიშა. მისთვის, აუცილებელია, ჰქონდეს რწმენა, რომ რასაც აკეთებს, პერსპექტივა გააჩნია. თანდათან, იგი საქმეს უფრო მეტი ენთუზიაზმით ეკიდებოდა.

კუმანი პასუხობს კითხვას, უფიქრია თუ არა "ბარსას" დატოვებაზე:

ეს მარტივი იქნებოდა, მაგრამ მე ამ კლუბისთვის თავი გავწირე და, ამასთან, ჩემი ასისტენტების მიმართ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

"ბარსელონას" მხოლოდ მაშინ დავტოვებ, როცა ფეხბურთელები ვეღარ გამიგებენ. ამ შემთხვევაში ვიტყვი, რომ აქ ჩემი საქმე დავასრულე, თუმცა ახლა ასეთი სიტუაცია არაა. მოედანზე გატარებული ყოველი დღე სასიამოვნოა, მთამაშეებთან სწორედ ამ განწყობით მივდივარ.



  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 23 სექტემბერი 2021 10:41
    1
    ციტატა: frenkie dejong21
    მაშინ დატოვებ როცა ლაპორტა შენს შემცვლელს იპოვის ჯიგარო

    მესის არ აბრალებს, გვიხსნის რო მესი ფარავდა დანარჩენების უტრაკობას და ის მიათრევდა გუნდსო, მაგრამ ამას თუ ეხლა მიხვდა მართლა გასაგდებია.
    რო გყავდა მთელი წელი და საუკეთესო მეწყვილე გაუგდე, სხვებს მაინც დაეხმარე და აუხსენი ითამაშონ კოლექტიურად, მესი რა ხელს უშლიდათ? მარტო ალბასთან შეთამაშება უშველიდა საქმეს, სხვებმა ვერ უნდა უპასონ? ხოდა ამიტომაც რო დარჩნენ მესის გარეშე ეხლაღა აღიარა რო მესი ყოფილა ყველაფერიო. აი ამას მწვრთნელად რა უნდა მსოფლიოს უნიჭიერესი ფეხბურთელი ყავდა გუნდში და გუნდი ვერ მოარგო ამ ფეხბურთელს და გუნდსაც ვერ მოარგო მესი. ის რასაც ბარსამ მიაღწია შარშან სულ მესის დამსახურებით, თორემ სამეულში კი არა ლა ლიგასაც დაგვაკარგინებდა ეს კაცი, ცხრილს დახედეთ და ნახავთ რო ამ საქმეს გულმოდგინეთ აკეთებს.ცოტა არაუხომ შეუშალა ხელი,, მაგრამ მაგასაც მიხედავს მოსვამს ალბათ სათადარიგოზე.
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #7 23 სექტემბერი 2021 09:24
    0
    ციტატა: kanja
    მესის აბრალებენ ეს ახვრები ყველაფერს!.. მე თქვენი და თქვენი მიმდევრების!!!

    რატომ გაიგეთ უკუღმა, პირიქით, კუმანმა ის თქვა რომ მესის იმედად იყვნენ და ისე არ თამაშობდნენ როგორც ეხლაო. ..მართალია, მესი რომ წავიდა ეხლა აეწვათ ერთი ადგილი და მიხვდნენ რომ თვითონაც არიან "რაღაცაში" ვალდებულები..
    Culé [?]
    #6 22 სექტემბერი 2021 20:38
    5
    ამ კაცის დანაშაული ისაა რომ არ ერიდება საკუთარი უვიცობისა და უუნარობის გადაბრალებას ფეხბურთელებზე, რომელთაც თავის მხრივ აშკარად მოხოდვა ჭირდებათ თორე ვინები თამაშობენ საერთოდ იანგ ბოიზში ვინმემ იცით? სახელები მაინც გაგიგიათ? მე პირადად გუნდის სახელიც კი პირველად გავიგე წელს, საფეხბურთო გუნდზე მეტად ამერიკული ფეხბურთის გუნდი უფრო წარმომედგინა იმ ხალხის ადგილზე, მარა მანიუს ისე ეთამაშნენ ნამდვილად გაამართლეს ჩემი წარმოდგენები, ჰოდა ამით იმის თქმა მინდა რომ დღესდღეობით ბატონო *ლეო ყველა იბრძვის დიდიან პატარიანად, მარტო ფიზ მომზადებაზე რა ვთქვა, აგერ ჩემმა ძმაკაცებმა დონდლო სხეულიდან 3 თვეში, აი რასაც ქვია მართლა 3 თვეში ისეთი შედეგები დადეს რომ ბოდი ბილდერობისკენ იქაჩებიან, თქვენ კიდე ამხელა შტაბი გყავთ, ამდენი მწვრთნელი ხართ და ეს ფეხბურთელები წლებია ისევ გაჩხიკინებულები დარბიან მოედანზე. ცხადია გონების ძალა პირველია მარა ზუსტად მაგ გნაბრის და კომანის გინდა დევისის და უპამეკანოს ნაირი ხალხი რომ გადაგივლის მერე აკეთე ისევ უსახური პასები რამდენიც გინდა.
    და ეგ მომზადებაც ფეხბურთელების კისერზეა თქვენი აზრით? აი კი აბა?! კოუტინიო ბაიერნში რომ წავიდა შურის გამო დაიკუნთა სავარაუდოდ ხო? ჰაჰ. ნუ ცხადია ყველაფერს შტაბი, ექიმები და მწვრთნელები ადგენენ და თუკი კუმანი მაგალითად რიკიზე ამბობს რომ მოსამატებელი აქვსო, რატო არ ეხმარება თვითონ?! რატო ვერ განავითარა თუნდაც მინგესა? იქეთ პედრი, ასევე დე იონგიც.
    და თუკი თავის საქმედ მარტო ტაქტიკების შედგენას და ცვლილებებს მიიჩნევს, მანდ ხო ვაბშე ერთი ადგილით ყოფილა დასაკიდებელი.
    მშიშარა და ბრძოლის უუნარო ხარ კუმან! და მორჩი სხვებისთვის იმის დაბრალებას რაც შენი კომპეტენცია იყო და ვერ შეძელი.
    აქაოდა ლენგლეთი და დემბელეთი რა უნდა გააკეთოსო და შეხედეთ გვარდიოლას შემდეგ სტერლინგს და მიხვდებით რაც!
    არანაირი გამართლებები! თვალებს ნუ იბმავებთ! ბორდოც კი ათამაშდა, ჩვენ რა უსაშველო გვჭირს?!
    გულშემატკივარი [?]
    #5 22 სექტემბერი 2021 20:31
    6
    მესის აბრალებენ ეს ახვრები ყველაფერს!.. მე თქვენი და თქვენი მიმდევრების!!!
    Culé [?]
    #4 22 სექტემბერი 2021 19:48
    2
    მაშინ დატოვებ როცა ლაპორტა შენს შემცვლელს იპოვის ჯიგარო
    iniesta
    სტუმარი [?]
    #3 22 სექტემბერი 2021 19:40
    5
    მეტოქეს შეცვლაზე ისეთი ფეხბურთელები შემოჰყავს, როგორებიც გნაბრი, ერნანდესი და კომანი არიან, ჩვენ კი ახალგაზრდა ტალანტების თამაშში ჩართვა გვიწევს.
    "ბაიერნში", შემადგენლობის მიღმა, იდეა არსებობს. ახალგაზრდა ფეხბურთელები, საშუალო ასაკის მოთამაშეთა ჯგუფი და 20 წელს გადაცილებული მოთამაშეები. ჩვენ კი ასაკოვანი ფეხბურთელები და ახალგაზრდა ტალანტები გვყავს, მათ შორის კი - არაფერი.
    100%იანია ლუის ენრიკეს დროს რომ მოსულიყო შეიძლება დაედო შედეგი ამ შემადგენლობით მართლა ძაან რთულია რამე ქნა პიკე ალბა რობერტო ბუსკეცი მერე მოდიან დეპაი კოუტინიო და პატარები
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 სექტემბერი 2021 19:20
    4
    ბარსელონას მაშინ დატოვებ, როდესაც ზრდილობიანად კარისკენ მიგითითებენ barca-6
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 სექტემბერი 2021 18:49
    10
    შენ ნებით რომ არ წახვალ ეს გავიგეთ, უბრალოდ გაგიშვებენ. გუნდი გიყვარს, მაგრამ შენი დონე ძალიან დაბალია. ფეხბურთელებს კლასს უწუნებს ყველას გასაგონად, როცა თავად კამბურ-სიტარდის დონეს ვერ ცდება. მიიღე დასტოინად ეს მოცემულობა და კაცურად, ტირილის გარეშე წადი.