კარლეს პუიოლი: თუ ერთად ვიქნებით, წინსვლა უფრო მარტივი იქნება
"ბარსელონას" ლეგენდარულმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა სოციალურ ქსელში კლუბის მხარდამჭერი და გამამხნევებელი პოსტი გამოაქვეყნა:
ახლა კარგი პერიოდი არ არის, თუმცა თუ ერთად ვიქნებით და გუნდს მხარს დავუჭერთ, წინსვლა უფრო მარტივი იქნება. გაუმარჯოს "ბარსას", ახლა და სამუდამოდ!
[media=https://www.instagram.com/p/CUIJWPyIEFa/]
პუიოლი "ბლაუგრანას" მხარდამჭერი პოსტებითა თუ ვიდეომიმართვებით ხშირად გამოირჩება. კარლესი კარიერის დამთავრების შემდეგაც მთელი გულით აგრძელებს საყვარელი გუნდის გულშემატკივრობას.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]