ბარსელონა ტიერი ანრის კანდიდატურასაც განიხილავს - MD
კატალონიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" რონალდ კუმანის გათავისუფლებას აპირებს და კლუბი მის შემცვლელს ეძებს. ბოლო დღეებში "ბლაუგრანას" არაერთი სპეციალისტი დაუკავშირეს, ახლა კი ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტის, ტიერი ანრის სახელმაც გაიჟღერა.
Sport კიდევ ერთხელ ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ბარსას" დირექტორთა საბჭოს სამწვრთნელო პოსტზე კუმანის შემცვლელად ჩავი ერნანდესი სურს, რადგან იგი კლუბს კარგად იცნობს და ასევე მას მისაღები სათამაშო სტილი აქვს, მაგრამ ჟოან ლაპორტა, ჟორდი კრუიფის რჩევით, ბელგიის ნაკრების დამრიგებელს, რობერტო მარტინესს ამჯობინებს. კატალონიელთა პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჩავი პირველი გუნდის ჩასაბარებლად ჯერ მზად არაა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონას" ნიდერლანდელი სპეციალისტის შეცვლის კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს და ეს ტიერი ანრია.
ანრი "ბლაუგრანას" კარგად იცნობს. ფრანგი ლეგენდა კატალონიურ გუნდში 2007-2010 წლებში ირიცხებოდა. მას "ბარსასთან" ერთად 7 ტიტული მოუგია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]