რონალდ არაუხოს საოცარი სტატისტიკა ლა ლიგაში
"ბარსელონას" ურუგვაელი ცენტრალური მცველის, რონალდ არაუხოს, მოტყუებას ლა ლიგაში ვერავინ ახერხებს.
არაუხოს ესპანეთის ჩემპიონატში დებიუტი 2019 წლის 6 ოქტომბერს ჰქონდა. მას შემდეგ, SofaScore-ის სტატისტიკის მიხედვით, მოედანზე გატარებული 2 092 წუთის განმავლობაში (34 თამაში) მისი მოტყუება ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო. ასეთი შედეგი ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატში სხვა არცერთ მოთამაშეს არ აქვს (რა თქმა უნდა, მეკარეების გარდა). ასევე, ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს, მინიმუმ, 5-ჯერ მაინც გასცდნენ.
მიუხედავად ამისა, "ბარსელონას" დაცვაში თამაში ძალიან უჭირს. მიმდინარე სეზონში, "კადისთან" მატჩი იყო პირველი, რომელშიც რონალდ კუმანის გუნდმა კარის მშრალად შენახვა შეძლო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]