შროიდერი: ბარსას მომავალი ახალგაზრდების ხელშია

შროიდერი: ბარსას მომავალი ახალგაზრდების ხელშია

კატალონიის "ბარსელონას" მწვრთნელის ასისტენტმა, ალფრედ შროიდერმა "ლევანტეს" დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

ანსუ ფატი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც ბევრ მომენტს ქმნის და თავის სასარგებლოდ იყენებს. სწორედ ანსუ გვჭირდება და მისით ბედნიერები ვართ.
გვინდა, რომ მეტოქეზე მუდმივ ზეწოლას ვახორციელებდეთ, როგორც ეს დღეს ვქენით. შესანიშნავი თამაში გამოვიდა, და თანაც, ამას ანსუ ფატის დაბრუნებაც დაემატა.
მატჩის საწყის წუთებზევე ვიგრძენი, რომ მოგების ენერგია გვქონდა
ახალგაზრდა ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს. აგუერო, პედრი და ალბაც მალე დაბრუნდებიან. შემდეგ კი, საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვეყოლება..
ჩვენში ეჭვი არ მეპრება. მოთამაშეები აჩვენებენ, რომ ასაკთან შედარებით, ბევრად დიდი ფეხბურთელები არიან. გასულ წელს ეს ილაიშთან და პედრისთან უკვე დავინახეთ. "ბარსას" მომავალი სწორედ ახალგაზრდების ხელშია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    DE PE FA
    სტუმარი [?]
    #10 27 სექტემბერი 2021 00:41
    0
    მოთამაშეები აჩვენებენ, რომ ასაკთან შედარებით, ბევრად დიდი ფეხბურთელები არიან.

    განაცხადა ბარსელონას მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა.

    ჩვენ არ გვყავს ბარსელონას დონის ფეხბურთელები

    განაცხადა ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა.

    აი ამის გამო როგორ დატოვა კლუბში ლაპორტამ და არ გააგდო პრესკონფერენციაზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 26 სექტემბერი 2021 22:43
    6
    აა კაცი ძმაო ამან და ლარსონმა ათამაშეს დღეს გუნდი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 26 სექტემბერი 2021 22:40
    3
    ახალი მწვრთნელი სეზონის ბოლომდე თუ ვერ მოჰყავთ,კუმანს მირჩევნია შროიდერი დარჩეს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #7 26 სექტემბერი 2021 21:13
    5
    ახალგაზრდებს კარგი მწრთვნელი სჭირდებათ რომ ეპოქა შექმნან 😇
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 26 სექტემბერი 2021 21:01
    8
    გუნდებს არც დაესიზმრება ამდენი ახალგაზრდა ერთად და კუმანმა არ მყავს ფეხბურთელებიო მთელი თამაში ყბა ჩამოგდებულები უყურებდნენ 17 წლის გავის ლევანტეს ფეხბურთელები...დემირმა ისეთი უქნაა მაგას მესი თუ აკეთებდა მარტო და ხისთავამ ვერ ცდებიანოო...ბევრი მომენტი გავაფუჭეთ მინიმუმ 6-0 უნდა ყოფილიყო.ჯერ 4 ცენტრალური მცველი რომ გამოიყვანა ბოლოს რა მანიაკი კაციაა...))))))))))))))))))))))))
    ფანი [?]
    #5 26 სექტემბერი 2021 20:56
    10
    კუმანი გუნდის დაკნინებით არის დაკავებული რასაც თავის მართლებაში იყენებს . ყველამ ყველაფერი დაინახა . ბრავო შროიდერ !!!✌️❤️
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #4 26 სექტემბერი 2021 20:55
    9
    ეს რომ დავნიშნოთ დროებით მწვრთნელად ? სანამ ჩავი მოვა იქამდე..მგონი კარგი იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 სექტემბერი 2021 20:54
    10
    ხედავთ ვინ უშლის გუნდს თამაშს, გააგდეთ ეს კუმანი და თუ გინდათ ეს ტიპი დატოვეთ. ფებურთელებს უკვე ალერგია აქვთ კუმანზე. სადღაც წავიკითხე ჩვენ-ო ბევრი გამტანი დავკარგეთ და ამიტომ გვიჭირს რეალიზაციაო. დავკარგეთო გესმით? თითქოს სუარესი თვითონ გაიქცა გუნდიდან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 სექტემბერი 2021 20:54
    5
    ლაპორტა ! შენ იყო ბართომეუ თუ ხისთავა ტრიბუნიდან ქვემოთ ბიჭებთან სკამზე ჩამოუშვა ეგდოს ტრიბუნაზე და კიდევ უკეთესი ამსტერდამში სახლში ტელევიზორთან
    Culé [?]
    #1 26 სექტემბერი 2021 20:51
    3
    გუნდში ასაკთან დაკავშირებით ერთი დიდი პრობლემაა, 90% ან ძალიან ახალგაზრდაა ან ძალაინ ბებერი. მარტო დეპაი, დე იონგი და ტერ შტეგენი არიან ისეთ ასაკში კარიერის პიკი ახლა რომ უნდა ჰქონდეთ, დანარჩენებმა ან დიდი ხნის წინ მოიტოვეს ან რამდენიმე წელი კიდევ დარჩან მანამდე. ასე 3-4 წელში, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა ფატიმ, პედრიმ, არაუხომ, მინგესამ, დესტმა და კიდე ერთი-ორმა კაცმა ძლიერი ბირთვი უნდა შექმნან. მაგ დროისთვის კი გვეყოლება უკვე კარგად დაღვინებული და გამოცდილი დეპაი, დე იონგი და შტეგენი.