რონალდ კუმანის პრესკონფერენცია ბენფიკასთან თამაშის წინ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა "ბენფიკასთან" ხვალინდელი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
არ ვიცი, არის თუ არა "ბენფიკა" ყველაზე მეტად მომზადებული გუნდი, მაგრამ ის ძლიერი მეტოქეა. ეს გამოცდილებიდან ვიცი. კარგი შედეგი გვჭირდება. ორივე გუნდის სათამაშო სტილიდან გამომდინარე საინტერესო მატჩი იქნება.
გადამწყვეტია თუ არა ხვალინდელი თამაში? 6 მატჩიდან მეორე შეხვედრა გადამწყვეტი არასდროს იქნება.
"ლევანტეს" წინააღმდეგ ბურთის გარეშეც შესანიშნავად ვმოქმედებდით. გვინდა, რომ მეტოქეზე ზეწოლა მოვახდინოთ და მას თამაშის გაკონტროლების საშუალება არ მივცეთ. ამას ყოველთვის ვცდილობთ, მაგრამ არის მატჩები, რომლებშიც უკეთ თამაშობ და არის მატჩები, რომლებშიც პირიქითაა. ეს ჩვენს მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
ფატი ეროვნულ გუნდში? ნაკრების მწვრთნელი არ ვარ, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მან 10 თვის შემდეგ 15 წუთი ითამაშა... ვიცი, რომ ანსუს წინ გრძელი გზა აქვს გასავლელი. ეს უკვე აღვნიშნეთ.
დღეს პრეზიდენტი არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს ვარჯიშისა და ხვალინდელი თამაშის შესახებ სასაუბროდ შუადღისას შევხვდებით.
ყველაზე მნიშვნელოვანი მომზადება და თამაშის გაკონტროლებაა. შეხედეთ, ახალგაზრდა ფეხბურთელებს სათამაშო დროს ვაძლევთ. ფიზიკური საკითხის გაკონტროლება აუცილებელია. 12 დღეში 5 მატჩი ნებისმიერი მოთამაშისთვის ბევრია. სიახლეები უნდა ეძებო.
რთულ თამაშს ველოდებით. კარგად ვიცი სტადიონის ატმოსფერო, "ბენფიკას" სიძლიერე სახლში... არ ველი, რომ მეტოქე დიდ სივრცეებს დატოვებს, რადგან მას პორტუგალიური მენტალიტეტი აქვს.
ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ. ჩვენი მიზანი ყოველთვის თამაშის გაკონტროლება და ბურთის ფლობაა. მეტოქეზე პრესინგი ფორმაციაზე დამოკიდებული არაა, ეს ყოველთვის შეგვიძლია.
ფატი გუშინ ძალიან დაღლილი იყო. ამდენი ხანი უქმობა, დაბრუნების შემდეგ გატანა... ამ ყველაფერმა მასზე დიდი ემოციური გავლენა იქონია. თუმცა, ანსუმ უპრობლემოდ ივარჯიშა. შევეცდებით, ფატის უფრო და უფრო მეტი დრო მივცეთ, მაგრამ ეს, უპირველეს ყოვლისა, მასზეა დამოკიდებული.
ხვალინდელი თამაშისთვის მნიშვნელოვანი დაცვის ორგანიზებაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]