პუიოლის პრესკონფერენცია

პუიოლის პრესკონფერენცია

კარლეს პუიოლი არამარტო მოედანზე გამოჩნდა სამთვიანი პაუზის შემდეგ არამედ გამოჩნდა პრესკონფერენციებზეც, ჟურნალისტები სულმოუთმენლად ელოდნენ "ბლაუგრანას" კაპიტანის გამოჩენას საპრესკონფერენციო დარბაზში. 

დღევანდელი ვარჯიშის შემდეგი "ბარსელონას" ხუთიანი ჟურნალისტებს გაესაუბრა. პრესკონფერენცია საინტერესო გამოვიდა.

"ჩვენ ამას ველოდით. ვიცოდით, რომ "რეალი" ასე ითამაშებდა, ეს მოურინიოს ჩვეული სტილია. ბევრი გუნდი ასე გვეთამაშება იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, რატომ უნდა იყოს "რეალი" გამონაკლისი"?. კრიტიკას აზრი არ აქვს, მოედანი კარგ მდოგმარეობაში იყო, ატმოსფერო ბუნებრივია "რეალის" სასარგებლოდ იყო, ეს ჩვენ მატჩამდეც ვიცოდით, თამაშის სტილზე კი ჩვენ ვერაფერს ვიტყვით, ეს მოურინიოს გადაწყვეტილებაა".

"ორი ძალიან კარგი გუნდი დაუპირისპირდა ერთამანეთს. ჩვენ მოგება შეგვეძლო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თამაში "ბერნაბეუზე" იყო, ფრე კარგი შედეგია, სხვაობა კვლავ 8 ქულაა, ამიტომაც ჩვენ კმაყოფილნი უნდა ვიყოთ შედეგით, მოგება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არც ფრეა ურიგო შედეგი".

"ერთი კვირის წინ უკვე ვგრძნობდი, რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ მიდიოდა, მე ვუთხარი გვარდიოლას, რომ მზად ვიყავი მატჩში მიმეღო მონაწილეობა, 90 წუთისათვის მზად არ ვიყავი, მაგრამ რასაც მოედანზე დავყოფდი თავს ნამდვილად არ დავიზოგავდი. მატჩის 58 – ე წუთზე დისკომფორტი ვიგრძენი მარცხენა ფეხის კუნთში, მაგრამ ეს არ იყო სერიოზული დაზიანება. ტკივილებმა მალევე გამიარა, ვფიქრობ, თასისათვის 100 % – ით მზად ვიქნები. თასზე ორი უდიდესი გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს".

ბოლო მატჩებში ვილია "უგოლობას" განიცდის, კაპიტანმა "ელ გუახე" დაიცვა: "ის გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, მართალია ბოლო მატჩებში გოლები ვერ გააქვს, მაგრამ ძალიან ბევრს მოძრაობს და გუნდისათვის პროდუქტიულია. თასის თამაშს დიდი იმედებით ვხვდებით". 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.