გავი, შესაძლოა, ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდეს

გავი, შესაძლოა, ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდეს

დღეს ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ოქტომბერში გასამართი ერთა ლიგის თამაშებისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა, რომელშიც "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი გავი პირველად მოხვდა.

გავის "ფურია როხას" განაცხადში მოხვედრა ნიშნავს, რომ მას უნიკალური რეკორდის მოხსნის შანსი აქვს. თუ 17 წლის ტალანტი ეროვნულ გუნდში ითამაშებს, იგი ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდება.

ამჟამად ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში უთამაშია, ანხელ სუბიეტაა (17 წლისა და 284 დღის). მას "ბარსას" კიდევ ერთი მოთამაშე ანსუ ფატი (17 წლისა და 308 დღის) მოსდევს.

გავი სულ რაღაც 17 წლის გასული თვის 5 აგვისტოს გახდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Shako Julayidze
    სტუმარი [?]
    #4 30 სექტემბერი 2021 18:23
    0
    iniesta,
    კუმანი ბარსელონას ატლეტიკოსთანაც უხელმძღვანელებს და სანაკრებო პაუზის შემდეგ დიდი ალბათობით ახალი მწვრთნელი ეყოლება ბარსელონას ( 100% )
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 სექტემბერი 2021 15:45
    1
    ამ ენრიკემაც სულ წაიღო რა ტვინი, ეხლა ამასაც გამოწურავს პედრივით და მოგვიგდებს ნახმარი კალოშივით. აგერ ჰალაზე ბუინობენ რეალის ფეხბურთელი არ მიყავსო ენრიკეს, მარტო კატალონიელები ყავსო გუნდში. ეხლა ადგეს და წაიყვანოს თუ ვინმე ესპანელი დარჩა რეალში. ამ ბავშვებს სეეშვას ცოტა ხანი აიდგან ფეხი ნორმალურად.
    Davita
    სტუმარი [?]
    #2 30 სექტემბერი 2021 15:11
    0
    გავი კიარა კუმანი გაათავისუფლონ დროზე
    iniesta
    სტუმარი [?]
    #1 30 სექტემბერი 2021 15:03
    1
    კუმანზე რა ისმის?