ოფიციალურად: ატლეტიკო-ბარსელონას მსაჯის ვინაობა ცნობილია
"ბარსელონა" 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ლა ლიგის მე-8 ტურში მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება.
ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრას ხუან მარტინეს მუნუერა განსჯის, VAR-ის ოთახიდან კი მას ალეხანდრო ერნანდესი ერნანდესი დაეხმარება.
ცნობისთვის, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გასამართ მატჩს გულშემატკივართა 100% დაესწრება, ვინაიდან, ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის ავტონომიური მთავრობის გადაწყვეტილებით, კლუბებს სტადიონების სრულად შევსების უფლება 1 ოქტომბრიდან მიეცემათ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]