პედრის 2-3 კვირა გაუცდება - კლასიკოში მისი თამაში საეჭვოა

პედრის 2-3 კვირა გაუცდება - კლასიკოში მისი თამაში საეჭვოა

"ბარსელონას" მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ კატალონიელთა ერთ-ერთი ყველაზე შეუცვლელი ფეხბურთელი პედრი ტრავმირებულია და ის "ატლეტიკოსთან" ხვალ გასამართ თამაშს გამოტოვებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პედრიმ ცოტა ხნის წინ მორჩენილი ტრავმა გაიმიზეზა. ამის მიზეზი, დიდი ალბათობით, ისაა, რომ სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთელის ბოლომდე გამოჯანმრთელებას არ დაელოდა და ის "ბენფიკასთან" მატჩში სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.

AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდა ფეხბურთელს 2-3 კვირა გაუცდება. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, ესპანელი ნახევარმცველი 24 ოქტომბერს გასამართ "ელ კლასიკოს" სრულ მზადყოფნაში ვერ შეხვდეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 ოქტომბერი 2021 16:49
    0
    ხოდა შეუცვლელი რო გეგონათ, იმიტომაც გადატვირთეთ და დედა უტირეთ ბავშვს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 ოქტომბერი 2021 20:47
    1
    "მორჩენილი ტრამვა" თურმე არ ყოფილა მორჩენილი
    არაა ეგრე, რახან 18 წლისაა და გული მიუწევს, აგერ ანსუმ კინაღამ... დასრულებაც არ მინდა scream
    Norman Bates
    სტუმარი [?]
    #1 1 ოქტომბერი 2021 20:21
    2
    მოინელა ეს ბავშვი იმ ხისთავიანმა ღორმა