სერხიო ბუსკეტსი უნიკალური მიღწევის ზღვარზე

სერხიო ბუსკეტსი უნიკალური მიღწევის ზღვარზე

ესპანეთის ნაკრებთან ერთად დღეს გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, სერხიო ბუსკეტსის კარიერას უნიკალური მიღწევა შეემატება. "ბარსელონას" ნახევარმცველს შანსი აქვს, გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელსაც მოგებული ექნება როგორც მსოფლიო ჩემპიონატი, ასევე ევროპის ჩემპიონატი და UEFA-ს ერთა ლიგა.

"ფურია როხა" ერთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფინალში საფრანგეთს "სან სიროზე" ამ საღამოს დაუპირისპირდება. მატჩის დაწყება თბილისის დროით 22:45 საათისთვისაა დაგეგმილი. 

ბუსკეტსმა სანაკრებო კარიერა 2009 წელს დაიწყო. მან 2010 წელს მსოფლიო თასი მოიგო, 2 წლის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატი. 

როგორც იცით, აქამდე ერთა ლიგა მხოლოდ ერთხელ ჩატარდა, გამარჯვებული გუნდიდან კი მსგავსი მიღწევა არავის ჰქონია - პორტუგალიის ნაკრებმა ოქროს მედლებით ევრო 2016 დაასრულა, თუმცა მუნდიალი არასდროს მოუგია. ესპანელთა დღევანდელმა მეტოქემ საფრანგეთის ნაკრებმა კი, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ევროპის ჩემპიონატი ბოლოს 2000 წელს მოიგო და რა თქმა უნდა, იმ შემადგენლობიდან დღეს გუნდში აღარავინ ირიცხება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #4 10 ოქტომბერი 2021 21:59
    2
    გაიზარდეთ ხალხო რა, რა რონალდოს და მესის შედარება აგიტყდათ.. ჯერ რა ასპექტში ადარებთ ის თქვით, არის კრიტერიუმები რომელშის რონალდუ ჯობია და არის კრიტერიუმები რომელშიც მესი უკეთესია, თან მესი ფლეიმეიქერია, ბურთი ამოაქვს და პასებს არიგებს , თან გოლებს იტანს, რონალდო კი ახლა ფორვარდია და უბრალოდ გოლები გააქვს, ჩემთვის უკეთესი მესის სტილია და მესი უფრო მიყვარს მაგრამ ამით რონალდოს არ ვაკნინებ , ყველას თავისი აზრი და გემოვნება აქვს
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #3 10 ოქტომბერი 2021 19:46
    2
    joy ოოოოო!
    ცოდნიათ გოგონებს საქმის გარჩევა, მაგრამ მთელი მსოფლიო აღიარებს, ასევე ბარსელებიც (:დდდ), რომ ლეო სპორტის ამ სახეობაში N1- ია!!
    არის N1, და სავარაუდოდ, სამუდამოდ დარჩება N1, მეეჭვება, რომ ოდესმე კიდევ ვინმემ მოიგოს ინდივიდუალურად 6 ოქროს ბურთი და 6 ოქროს ბუცი, თუ კიდევ არ მიუმატა..
    heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 ოქტომბერი 2021 17:14
    1
    ციტატა: ბარამიძეე სალიი
    nika 54,
    რონალდო ისედაც ჯობია მესის 😃

    კიი მესის ჯეი ჯეი ოკოჩაც ჯობია
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 ოქტომბერი 2021 15:27
    1
    რა იცით, ეგება გაისად რონალდუს პორტუგალიამ გაიბრძოლოს და მუნდიალი დადოს. მაშინ ის შამპუნაც უნიკალურ მიღწევას გააკეთებს.