ბარსელონა ერლინგ ჰოლანდისთვის იბრძვის | MD
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" იმ კლუბებს შორისაა, რომლებიც ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლაში არიან ჩაბმულნი.
წყაროს ცნობით, ნორვეგიელის გამოსასყიდი თანხის, 75 მილიონი ევროს გადახდა პრობლემა არ იქნება, თუმცა, ამ ყველაფერს აგენტ მინო რაიოლასა და მისი მამისთვის გადასახდელი თანხა და ფეხბურთელის ხელფასი ემატება.
კატალონიური გრანდი აცნობიერებს, რომ, ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 წლის თავდამსხმელისთვის სხვა ევროპულ გუნდებთან ბრძოლაში ვერ ჩაებმება.
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსას" ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავს, კლუბი მიიჩნევს, რომ ჰოლანდის შეძენა მარკეტინგული გათვლაც იქნება. კატალონიელებს მომავალი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 20-მილიონიანი ტრანსფერის განხორციელება შეუძლიათ, თუმცა, ხელმძღვანელებს ურჩევნიათ, თანხა შეინახონ და ზაფხულში, ერლინგის გადასაბირებლად ყველაფერი გააკეთონ.
ამასთანავე, "ბლაუგრანა" ხელფასების შემცირებასა და ახალი შემოსავლების მიღებაზე ფიქრობს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]