უსმან დემბელეს კონტრაქტის საკითხზე პროგრესი არ შეინიშნება
"ბარსელონას" თავდამსხმელის, უსმან დემბელეს კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანას" და დემბელეს აგენტს, მუსა სისოკოს გასულ ოთხშაბათს კონტაქტი ჰქონდათ, რასაც კლუბისთვის არანაირი პოზიტივი მოუტანია. 24 წლის ფრანგ ფეხბურთელს დარჩენა სურს, თუმცა "ბარსას" მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია, რომლის ფინანსური პირობებიც წინა კონტრაქტის პირობებს ჩამორჩება.
2022 წელს დემბელეს უფასოდ გაფორმება "მანჩესტერ იუნაიტედს", "ლივერპულს", "ჩელსის" და "იუვენტუსს" სურთ, ფრანგის აგენტი კი იმედოვნებს, რომ ტრანსფერიდან ბონუსებს მიიღებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]