გენერალური ასამბლეა

გენერალური ასამბლეა

"ბარსელონას" ისტორიაში დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა - ლაპორტას დირექტორთა საბჭო გენერალურ ასამბლეას მართავს. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელ 4 თვეში, უკვე რიგით მეორეა ასამბელაა.

სხდომაზე 8 მუხლსა და 2 დროებით დადგენილება უნდა განეხილათ, თუმცა სხდომა გადაიდო და 23 ოქტომბერა დაინიშნა.

  • გენერალურ კრებას 576 წევრი დაესწრო.
  • ასამბლეა 2020/21 წლებში განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრებით დაიწყო.

ჟოან ლაპორტას გამოსვლა: 

მადლობა, რომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასამბლეას ესწრებათ. ამ ვიდეოს შემდეგ ცხადია, რომ მეტ გვინდა და ბევრად მეტს მოვთხოვთ. ჩვენ ბარსა ვართ და სხვაგვარად წარმოუდგენელია.
დღეს საკმაოდ დელიკატურ თემებს განვიხილავთ. დღეს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რაც კლუბის მომავალზე დიდ  გავლენას მოახდენს. დღეს გადავწყვეტთ, თუ როგორი "ბარსელონა" გვინდა ამ საუკუნეში. 
ჩვენი გადაწყვეტილებები "ბლაუგრანას" მომავალ თაობაზეც იმოქმედებს. მინდა გითხრათ, რომ ახლა კლუბი ჩვენს ხელებშია. ეს კი ნიშნავს, რომ "ბარსა" სპორტული კლუბია და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დელეგატური წევრები იღებენ და არა რომელიმე სპორტული ორგანიზანია. 
ზოგიერთი პოლიტიკური თუ მედია კომპანია თვლის, რომ შეუძლია, მმართველობა მოიპოვოს, თუმცა, ჩვენ საზღვარი უკვე გავავლეთ და თუ ვინმეს ამ ხაზის გადაკვეთა სურს, ჩვენთან დაპირისპირება მოუწევს.
ახლა "ბარსას" დროშები უნდა აღვმართოთ და ჩვენი საკუთრება დავიცვათ, დიდი მონდომებითა და უდიდესი ძალით. 
დღეს 2020/21 წლების ანგარიშებს წარმოგიდგენთ, თუმცა, გადასარევი რიცხვები ნამდვილად არ არის. მინდა ვთქვა, რომ ეს კლუბის არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია - 481 მილიონ ევროანი ზარალით. 1,350 მილიონ ევროანი ვალითა და 0 შემოსავლით.
ძალიან მძიმე სიტუაციაა. ფეხბურთელებს ხელფასებს დიდი გაჭირვებით ვუხდით.
როდესაც ჩემი გუნდი მმართველობაში მოვიდა, სწორედ ასეთი მდგომარეობა დახვდა. 
ამ სიტუაციაში, 2 არჩევანი გვქონდა, ნუ, ერთი - უკანასკნელი 6 თვეა, სიტუაციის გამოსასწორებლად დაუღალავად ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია, 'ბარსა" ჭაობიდან ამოვიყვანოთ. უნდა გავიაზროთ,რომ ყველაფერი ერთ-ორ დღეში ვერ მოგვარდებოდა.  გვსურს, რომ კლუბის შემოსავლები გავზარდოთ, თუმცა, ეკონომიკური მდგომარეობის  გამო, ხელფასების შემცირებები გვიწევს. 
თუმცა, სიტუაციის შემობრუნებისათვის გეგმა გვაქვს. ნაბიჯი უნდა გადავდგათ და კლუბი გადავარჩინოთ. 
გეგმის მეორე ფაზაა, რომ "ბლაუგრანა" ევროპულ კლუბთა შორის უდიდესი ბრენდი გახდეს, ხოლო მესამე ფაზაში ყურადღება მოედანსა და სოციალურ ურთიერთობებს დაეთმობა.
ასევე, კარგი ამბავი ის არის, რომ ჩადებული ინვესტიციების განახლება შევძელით - საქმე ჩვენს "სპორტულ ქალაქს"ეხება. აღნიშნული კუთხით ბევრი რამ გავაუმჯობესეთ - მინდორი, ეკიპირება.
რამდენიმე სირთულესაც წავაწყდით, მაგალითად სტადიონის დაცვის გაუმართავობა. 
ახლა "კამპ ნოუს" მდგომარეობა ამ მხრივ გამოსწორებულია და სხვა დეფექტების გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. 
ვიმედოვნებ, რომ ამ საშინელ ანგარიშებს და განცხადებებს მიიღებთ. თუმცა, ერთი რამაა მნიშვნელოვანი - ერთი დასახული მიზნის შესასრულებლად ძალა არ დავიშუროთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ "ბარსას" იქ ადგილზე დავაბრუნებთ, სადაც მისი ადგილია. 
თუმცა, ამას მარტო ვერ შევძლებთ. უამრავჯერ მითქვამს, რომ თქვენი მხარდაჭერის გარეშე არაფერი არ გამოვა. ამ კლუბმა ყველაფერი მოგვცა და ყველა ის მიღწევა თუ ემოცია, რაც კლუბთან ერთად გვიგრძვნია, დროებითი კრიზისის გამო ერთი ხელის მოსმით ვერ გაქრება.
აქამდეც არაერთხელ გამოგვიცდია, რომ სწორედ რთულ სიტუაციებში, "ბლაუგრანას" სული იღვიძებს და გამონაკლისი არც ახლანდელი მდგომარეობა იქნება.
ჩვენი მიზანია, დიდი რეფორმა, რომელიც კლუბის მენეჯმენტს სრულიად შეცვლს.
თითოელ ასპექტს ხმას სათითაოდ მისცემთ.
  • ლაპორტამ  სიტყვა ედვარდ რომეოს გადასცა, რომელიც  ამჟამად  ეკონომიკური  დეპარდამენტის ვიცე-პრეზიდენტია.

ედვარდ რომეო:

ეკონომიკური ზარალი განვიცადეთ იმის გამოც, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს ვერ მივაღწიეთ.
ძველი ხელმძღვანელობის წყალობით, სახელფასო თანხა სულ უფრო იზრდება, ამის გამო, კლუბმა 1 მილიარდიანი ხაზი გადაკვეთა. ახლა კი, საჭიროა, რომ ხელფასები კვლავ შევამციროთ.
ძველმა ხელმძღვანელობამ ზოგიერთი ფეხბურთელი იმაზე მეტად დააფასა, ვიდრე მათი რეალური ღირებულება იყო.
კლუბის 2021/2026 წლების სტრატეგია უკვე გამზადებულია დ თვქნს დადასტურებას ელის. ჩვენ დანაკარგები 481 მილიონ ევრომდე შევამცირეთ.

ჟუამე გვარდიოლა, კლუბის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე:

გვინდა, რომ 6-7 თვეში კლუბში სიტუაცია დავაბალანსოთ. 
ვცადეთ, რომ სიტტუაცია ხელფასების შემცირები გამოგვესწორებინა, თუმცა, დანაკარგების დაფარვა ვერ მოხერხდა. თუ მიზეზების მოძებნას დავიწყებთ, მივხვდებით, რომ ეს ძველი ხელმძღვანელობის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ტრანსფერების დამსახურებაა.

კლუბის ამჟამინდელი ვალი:

  • "ბარსელონას" ამჟამინდელი ვალი 1,350 მილიონი ევროა.
  • დანარკგები - 481 მილიონი ევრო.
  • პანდემიით გამოწვეული დანაკარგები - 92 მილიონი ევრო
  • სამართლებლივი დანაკარგები - 451 მილიონი ევრო.
  • სასამართლო სარჩელები - 400 მილიონი ევრო

ჟოან ლაპორტა წევრების კითხვებს პასუხობს:

თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ის, რაც ლეო მესის შემთხვევაში მოხდა, აღარ მოხდება. შემიძლია, გარანტია მოგცეთ, რომ კლუბის გადასარჩენად ნებისმიერ ნაბიჯს გადავდგამ. 
ყველას მხოლოდ იმას გთხოვთ, რომ მოთმინება გამოიჩინოთ. 
არ მინდა,ვინმემ იფიქროს, რომ მუდმივად ძველ ხელმძღვანელობას ვერჩი. უბრალოდ, თუ აღოჩნდა, რომ მათ არაკანონიერი ქმედებები განახორციელეს, რა თქმა უნდა, უკიდურეს გადაწყვეტილებებს მივიღებთ.
ლეო მესი? ის ექსტრაორდინარული ფეხბურთელია,რომელიც "ბარსას" აღმერთებს. თუმცა, რამდენიმე გარემოების გამო ჩვენი გზები გაიყო. მის შესანარჩუნებლად კლუბის ტელევიზიის აქციები ნახევარი საუკუნით ვერ დავთმეთ. ძალიან ვწუხვარ, რომ მოვლენები ამგვარად განვითარდა. ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ შემოსავლების გაზრდა გვჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოზიციებს უფრო დავკარგავთ.

❗ოფიციალურად: კლუბის წევრებმა 2020/21 ფინანსური წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

წევრთა 89%-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 5%-მა, - საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა.

❗ოფიციალურად: კლუბის წევრებმა 2021/22 ფინანსური წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

წევრთა 94%-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 2%-მა, - საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 17 ოქტომბერი 2021 23:04
    0
    კუმანის ხელში ჯგუბში, რომ ჩარჩებით და კიდევ მეტ შემოსავალს დაკარგავ მერე ითვალე დანაკარგები. ლა ლიგაში მეხუთე ადგილი საოცნებო გაგვიხდება და რომელი უფრო მეტი ზარალი იქნება, 12 მილიონი, რაც კუმანის გაპანღურებას უნდა, თუ რასაც უეფა-ლა ლიგისგან არ მიღებული თანხები? კარგად დაითვალე ლაპორტ, ძუნწი ორმაგს იხდისო ნათქვამია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 17 ოქტომბერი 2021 22:39
    1
    1350 მილიონი ვალი და აქედან პანდემიით გამოწვეული მხოლოდ 92 ია. ბართომეუს რო კითხო პანდემიამ დაძირა კლუბი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 ოქტომბერი 2021 19:42
    0
    ეხლა ტირილის დრო არ არის, შემადგენლობა ისეთია რო კარგი მწვრთნელის ხელში ითამაშებს. სტადიონზე მაყურებელთა შეზღუდვაც მოიხსნა. მიდიტ ითამაშეთ და ამოქაჩეთ ეგ ზარალი აბა როგორ გინდათ. ის კიბო არ გაუშვით დროზე და ახლა მოგიწევთ თავს ზემოთ გადახტომა.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #3 17 ოქტომბერი 2021 18:45
    3
    დაიწყებენ ახლა თავის მართლებას.. იმაში მართლები არიან რომ ძველმა ხელმძღვანელობამ დაანგრია კლუბი ყველანაირად, მაგრამ ახლა თავის მართლების და გადაბრალების ნაცვლად ჯობია სამომავლო გეგმებზე და განვითარების პერსპექტივენზე ისაუბრონ.. მოკლედ გუნდს რომ ვერაფერს უხერხებდნენ შემოუშვეს წურბელა ბართომეუ და გამოწოვა იმანაც სისხლი გოლომდე გუნდს... ეჰჰ რა დღეშია გუნდიი.. ვნახოთ ახლა რას იზამრნ ესენი, თუ რამის ტრაკი აქვთ ...
    გულშემატკივარი [?]
    #2 17 ოქტომბერი 2021 18:29
    3
    აბა თქვენ იცით... სიტყვები— მოგეცა ლხენა!!!
    Culé [?]
    #1 17 ოქტომბერი 2021 18:24
    4
    miha gamodi gvihvele :(