ლა მასიელთა სადებიუტო ელ კლასიკოები
სეზონის პირველი "ელ კლასიკოსთვის" "ბარსელონას" განაცხადში გამოქვეყნდა, რომელშიც კატალონიელთა აღზრდილი ახალგაზრდები - ერიკ გარსია, ინიაკი პენია, გავი, ნიკო გონსალესი და ალეხანდრო ბალდე მოხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ "ბარსას" პირველი გუნდის რიგებში, "რეალის" წინააღმდეგ ჯერ არცერთ მათგანს არ უთამაშია, 24 ოქტომბერს კი შანსი ექნებათ, მოსისხლე მტერს პირველად დაუპირისპირდნენ.
ახლა კი, "ბარსელონას" ოფიციალური საიტი იხსენებს იმ "ელ კლასიკოებს", რომლებშიც "ლა მასიელთა" დებიუტები შედგა. მივყვეთ ქრონოლოგიურად:
კარლეს პუიოლი
თარიღი: 12/10/1999
ანგარიში: 2-2
სტადიონი: კამპ ნოუ
პერფორმანსი: ლეგენდარულმა ცენტრალურმა მცველმა, მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, "რეალთან" მოედანზე 52 წუთი გაატარა - 38-ე წუთზე მან სერჟი ბარჟუანი შეცვალა.
ჩავი ერნანდესი
თარიღი: 26/02/2000
ანგარიში: 3-0
სტადიონი: სანტიაგო ბერნაბეუ
პერფორმანსი: ჩავიმ სადებიუტო "ელ კლასიკო" გასვლაზე გამართა. ის თამაშში მეორე ნახევრიდან ჩაერთო, მატჩი კი "ბარსამ" 0-3 წააგო.
ვიქტორ ვალდესი
თარიღი: 6/12/2003
ანგარიში: 1-2
სტადიონი: კამპ ნოუ
პერფორმანსი: "ბლაუგრანას" მაშინდელმა მეკარემ "რეალის" წინააღმდეგ პირველად ფრენკ რაიკაარდის ხელში ითამაშა - მან მოედანზე 90 წუთი დაჰყო.
ანდრეს ინიესტა
თარიღი: 20/11/2004
ანგარიში: 3-0
სტადიონი: კამპ ნოუ
პერფორმანსი: ინიესტა ადგილობრივმა პუბლიკამ ბოლო 18 წუთის განმავლობაში იხილა, მისმა გუნდმა კი მეტოქე 3-0 გაანადგურა.
ლეო მესი
თარიღი: 19/11/2005
ანგარიში: 0-3
სტადიონი: სანტიაგო ბერნაბეუ
პერფორმანსი: არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა სადებიუტო "ელ კლასიკო" ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და "რეალთან" 3-0 მოგებულ მატჩში სამუელ ეტო'ოზე ასისტი მიითვალა.
ბოიან კრკიჩი
თარიღი: 23/12/2007
ანგარიში: 0-1
სტადიონი: კამპ ნოუ
პერფორმანსი: ბოიანმა 8 წუთი ითამაშა, "ბარსამ" კი ერთბურთიანი სხვაობით წააგო.
სერხიო ბუსკეტსი
თარიღი: 13/12/2008
ანგარიში: 2-0
სტადიონი: კამპ ნოუ
პერფორმანსი: "ბარსელონას" ამჟამინდელი კაპიტანი 2-0 მოგებულ მატჩში პეპ გვარდიოლამ მოედანზე 64-ე წუთზე შეიყვანა.
ჟერარ პიკე
თარიღი: 2/05/2009
ანგარიში: 2-6
სტადიონი: სანტიაგო ბერნაბეუ
პერფორმანსი: პიკეს პირველი "ელ კლასიკო" ლეგენდარული გამოდგა - "ბარსელონამ" "რეალი" გასვლაზე 6-2 გაანადგურა. თანაც, ჟერარმა გოლის გატანაც მოახერხა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
პედრო როდრიგესი
თარიღი: 10/4/2010
ანგარიში: 0-2
სტადიონი: სანტიაგო ბერნაბეუ
პერფორმანსი: პედროს პირველი "ელ კლასიკო" პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით შედგა. მან მოედანზე 90 წუთი გაატარა და 2-0 მოგებულ შეხვედრაში მოწინააღმდეგის კარიც აიღო.
ჟეფრენ სუარესი
თარიღი: 29/11/2010
ანგარიში: 5-0
სტადიონი: კამპ ნოუ
პერფორმანსი: მიუხედავად იმისა, რომ ჟეფრენის კარიერა არ შედგა, მას ლეგენდარულ "ელ კლასიკოში" აქვს მონაწილეობა მიღებული - სუარესი მოედანზე 87-ე წუთზე შევიდა და ანგარიშს კიდევ უფრო გამანადგურებელი სახე მისცა - 5-0.
სერჟი რობერტო
თარიღი: 27/4/2011
ანგარიში: 0-2
სტადიონი: სანტიაგო ბერნაბეუ
პერფორმანსი: რობერტოს სადებიუტო "ელ კლასიკო" ჩემპიონთა ლიგაზე ჰქონდა - ის თამაშში ბოლო წუთზე ჩაერთო. "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" აღნიშნული შეხვედრა 2-0 მოიგეს.
ჟორდი ალბა
თარიღი: 23/8/2012
ანგარიში: 3-2
სტადიონი: კამპ ნოუ
პერფორმანსი: ალბამ "რეალთან" პირველად 2012/13 წლების სეზონში, ესპანეთის სუპერ თასზე ითამაშა. "ბარსამ" დრამატულ ბრძოლაში 3-2 იმარჯვა.
ანსუ ფატი
თარიღი: 18/12/2019
ანგარიში: 0-0
სტადიონი: კამპ ნოუ
პერფორმანსი: კატალონიური გრანდის ახალი 10-იანი "რეალს" პირველად 2019 წელს დაუპირისპირდა, მატჩი კი უგოლოდ დასრულდა.
რონალდ არაუხო და ოსკარ მინგესა
თარიღი: 10/04/2021
ანგარიში: 2-1
სტადიონი: ალფრედო დი სტეფანო
პერფორმანსი: ურუგვაელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 72 წუთი დაჰყო.
ამავე მატჩში ჩაატარა სადებიუტო "ელ კლასიკო" ოსკარ მინგესამაც და თავისი გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი გაიტანა. ეს მატჩი "ბარსამ" 1-2 წააგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]