ფრენკი დე იონგი ტრავმირებულია
Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი ფრენკი დე იონგი ტრავმირებულია.
წყაროს ცნობით, დე იონგს "რეალთან" მატჩამდე ბარძაყის მიდამოში დისკომფორტი ჰქონდა, თამაშის შემდეგ კი მისი მდგომარეობა გაუარესდა.
დიდი ალბათობით, ნიდერლანდელი ნახევარმცველი "რაიო ვალიეკანოსთან" არ იქნება. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა მისი თამაში "ალავესის" წინააღმდეგაც.
დე იონგს "ელ კლასიკოში" სრულად არ უთამაშია. იგი მატჩის 77-ე წუთზე შეცვალეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]