ბარსელონასა და დემბელეს შორის მოლაპარაკებები გრძელდება

ბარსელონასა და დემბელეს შორის მოლაპარაკებები გრძელდება

"ბარსელონა" გუნდის ფრანგ შემტევთან, უსმან დემბელესთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებებმა ბოლო კვირებში უფრო აქტიური სახე მიიღო. მომდევნო დღეებში დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა, რომლებსაც საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი გავლენა ექნება.

იმავე წყაროს ინფორმაციით, დღეისათვის "ბარსელონაში" 24 წლის ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების შანსებს 50%-ით აფასებენ.

დემბელე ახლა ბედნიერი და დაბრუნების შემდეგ ძალიან მოტივირებულია. კატალონიურ კლუბს სურს, ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ფეხბურთელზე ზეწოლა მოახდინოს და მასთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. "ბლაუგრანას" უსმანის უფასოდ დაკარგვა არ უნდა.

ცნობისთვის, უსმან დემბელეს მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომავალი წლის ზაფხულში იწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 ოქტომბერი 2021 20:57
    0
    ამასთან 4 წელი არ ულაპარაკიათ, ასე რომ გატყიურებულია უკვე და ლაპარაკსაც აზრი არა აქვს.