კონრადი: ბარსასთან შედარებით, აქ ვარჯიშები გაცილებით უფრო დატვირთულია

კონრადი: ბარსასთან შედარებით, აქ ვარჯიშები გაცილებით უფრო დატვირთულია

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, კონრად დე ლა ფუენტე, რომელიც გასულ ზაფხულში "მარსელს" შეუერთდა, ამ ორ კლუბში არსებული ფიზმომზადების შესახებ საუბრობს.

ამერიკელი ამბობს, რომ ხორხე სამპაოლის გუნდში ფეხბურთელები გაცილებით უფრო სერიოზული დატვირთვით ვარჯიშობენ. სხვაობა იმდენად დიდია, რომ მას ახალ რეჟიმთან შეგუება გაუჭირდა.

აქ, ვარჯიშები ძალიან განსხვავებულია, განსაკუთრებით, პრესეზონის დროს. სხვაობა წარმოუდგენელია. ჩვენ დღეში ორ სესიას ვატარებთ. პირველი ვარჯიში დილის 8 საათზე იწყება, გაღვიძება 7 საათზე მიწევს.

ვარჯიში, დაახლოებით, ორი საათი გრძელდება, შემდეგ, 1 საათს დარბაზში ვატარებთ. ნაშუადღევს, კიდევ ერთხელ ვვარჯიშობთ. დასვენების დღეები არ გვაქვს. ამასთან შეგუება რთული იყო.

- ამბობს დე ლა ფუენტე ჟერარ რომეროსთან ინტერვიუში.

20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, "ბარსელონამ" 3 მილიონი ევრო მიიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 27 ოქტომბერი 2021 20:40
    0
    ეტყობა კიდეც გუნდს, რა დღეში ჩააგდო პსჟ სამპაოლიმ წინა კვირას, ბეწვზე გადაურჩნენ წაგებას. სულ ეკიდათ ნეიმარიც და მესიც, დი მარიაც და მბაპეც.
    Tornike Rekhviashvili
    სტუმარი [?]
    #6 27 ოქტომბერი 2021 05:23
    10
    არ ეტყობა თუ რა,ვინიციუსმა ფინია ძაღლებივით არბებინა მთელი ბარსას დაცვა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 ოქტომბერი 2021 03:36
    7
    აბა ესენი ერთ თამაშს ითამაშებენ მერე 2 დღეს ისვენებენ და მომდევნო თამაშის წინ მსუბუქად წაივარჯიშებენ ბურთის კონტროლში. ეგაა ბარსას ვარჯიშები სამწუხაროა მაგრამ ასეა..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 ოქტომბერი 2021 02:33
    8
    არ ეტყობა გუნდს?! დასეირნობს სასტავი და ფიზიკურად კატის კნუტებივით არიან rage
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 27 ოქტომბერი 2021 01:01
    8
    შანსი არ მისცეს ამ ბიჭს არადა ძაან ნიჭოერია არ უნდა გაგვეშვა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 27 ოქტომბერი 2021 00:41
    9
    კუმანმა თქვა ისე ითამაშებ როგორც ვარჯიშობო და კი ჩანს როგორ ავარჯიშებს კლუბს. საერთოდ ყველა ფეხბურთელი იმას იძახის რომ ბარსელონა ძალიან ცოტა ხანს ვარჯიშობს, დღესდღეობით ფიზიკურობა უმნიშვნელოვანესია და ამ მუქთახორებს ეგეც კი ეზარებათ. ხელფასი კი უნდათ უმაღლესი. როდის მივა კლოპი, ფლიკი ან ეგეთი მწვრთნელი სული რომ ამოხადოს ვარჯიშით ამ უნიათოებს.
    Culé [?]
    #1 27 ოქტომბერი 2021 00:20
    5
    იმენა გუნდს პატრონი აღარ ყავს ☹️