MD: ბარსელონა ბოკა ხუნიორსთან თამაშით 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს

MD: ბარსელონა ბოკა ხუნიორსთან თამაშით 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს

14 დეკემბერს, საუდის არაბეთში "ბარსელონა" და "ბოკა ხუნიორსი" ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.

მატჩი, რომელსაც ქალაქი რიადი უმასპინძლებს, მარადონას თასის სახელწოდებას ატარებს. Mundo Deportivo იუწყება, რომ ამ მატჩში მონაწილეობით კატალონიური კლუბი, თითქმის, 3 მილიონ ევროს მიიღებს, საიდანაც 1 მილიონი ფეხბურთელებზე გადანაწილდება.

ამ მატჩს ორგანიზებას კომპანია RG Consultant & Sport Solutions უწევს, რომელთანაც "ბარსას" ადრეც უთანამშრომლია. 2018 წელს, სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას, დაბადებიდან 100 წლის იუბილის აღსანიშნავად, "ბარსა" იოჰანესბურგში გაემგზავრა და "მამელოდი სანდაუნსთან" ამხანაგური მატჩი გამართა.

თავდაპირველად, ორგანიზატორები მარადონას თასზე "ნაპოლის" იწვევდნენ, თუმცა იტალიური კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, 5 მილიონი ევროს გადახდა მოითხოვა და შედეგად, შეთანხმება ვერ შედგა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში მონაწილეობის შემდეგ, ერთ თვეში, "ბარსა" საუდის არაბეთში დაბრუნდება და ესპანეთის სუპერ თასზე ითამაშებს. ნახევარფინალში კატალონიელები მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 ოქტომბერი 2021 20:26
    0
    რა დრო დადგა, ნაპოლი ჩვენზე მაღალ ჰონორარს ითხოვს ამხანაგურში!?
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #4 27 ოქტომბერი 2021 16:41
    0
    ციტატა: ალექსანდრე გეგეჭკორი
    nikusha,
    11 ცვლილება როდის მერე არსებობს?

    nikusha, კოლადო დარეგისტრირებულიც არაა და რანაირად 😀

    11 ცვლილება არ არსებობს მაგრამ ეს ამხანაგურია და თუგინდა 20 ცვლილება გააკეთე

    ციტატა: nikusha
    ბოკასთან ყველა ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს თითქმის და თანაბრად უნდა გადანაწილდეს დრო.

    პირველი ტაიმი:

    ტერ შტეგენი
    დესტი-არაუხო-პიკე-ალბა
    დე იონგი-ბუსკეტსი-პედრი
    დეპაი-აგუერო-ანსუ ფატი

    მეორე ტაიმი:

    ნეტუ
    მინგესა-გარსია-ლენგლე-ბალდე
    რობერტო-ნიკო-გავი
    დემირი/კოლიადო-ლ.დე იონგი-კოუტინიო


    უმტიტის თამაში არ განიხილება

    გეთანხმები მაგრამ კოლიადოს თამაში შეუძლებელია და მგონი უმტიტისაც უნდა მისცენ შანსი.. რავიცი თავს იკლავს ხოდზე ვარო და🤣🤣 მეტი არაა ჩემი მტერი მაგრამ მგონი მაგ თამაშში მაინც ღირს ცდად
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #3 27 ოქტომბერი 2021 15:07
    0
    nikusha,
    11 ცვლილება როდის მერე არსებობს?

    nikusha, კოლადო დარეგისტრირებულიც არაა და რანაირად 😀
    Culé [?]
    #2 27 ოქტომბერი 2021 13:15
    0
    ბოკასთან ყველა ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს თითქმის და თანაბრად უნდა გადანაწილდეს დრო.

    პირველი ტაიმი:

    ტერ შტეგენი
    დესტი-არაუხო-პიკე-ალბა
    დე იონგი-ბუსკეტსი-პედრი
    დეპაი-აგუერო-ანსუ ფატი

    მეორე ტაიმი:

    ნეტუ
    მინგესა-გარსია-ლენგლე-ბალდე
    რობერტო-ნიკო-გავი
    დემირი/კოლიადო-ლ.დე იონგი-კოუტინიო


    უმტიტის თამაში არ განიხილება
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    გულშემატკივარი [?]
    #1 27 ოქტომბერი 2021 12:31
    1
    ლაპორტას არ დაადგა მოკლედ საშველი რააა კითხვა მიჩნდება რის გამო შეიძლება გაუშვა მწვრთნელი ყველა მნიშვნელოვანი თამაში წააგო კუმანმა აი ყველა და გამოდის პრესკომფერენციაზე და კიდე ჩვან დაგვცინის მართლა მაგრად მეიმედებოდა ლაპორტასი და ძაან ცუდად იწყებს