ისინი მამაჩემის სიკვდილით ბიზნესს აკეთებენ - მარადონას ქალიშვილები დაანონსებული მატჩის იდეას აკრიტიკებენ

ისინი მამაჩემის სიკვდილით ბიზნესს აკეთებენ - მარადონას ქალიშვილები დაანონსებული მატჩის იდეას აკრიტიკებენ

დიეგო მარადონას ქალიშვილებმა, დალმამ და ჯანინამ "ბარსელონასა" და "ბოკა ხუნიორსს" შორის დაანონსებული მატჩის ჩატარების იდეა გააკრიტიკეს, რომელიც ლეგენდარული არგენტინელის ხსოვნის საპატივსაცემოდ გაიმართება.

მათ სიტყვებს ესპანური გამოცემა, Deportes Cuatro ციტირებს.

ისინი მამაჩემის სიკვდილით ბიზნესს აკეთებენ.

 - თქვა დალმამ.

დიეგოს მეორე შვილმა, ჯანინამ კი ვინმე მატიას მორლა გააკრიტიკა, რომელიც შუამავლის სახით მატჩის ორგანიზებაში მონაწილეობდა.

ეს ბიჭი მამაჩემთან მოვიდა როგორც გულშემატკივარი, ახლა კი ამტკიცებს, რომ მისი სახელით საიმიჯო უფლებებს ფლობს. ის ამტკიცებს, რომ მის შვილებს არანაირი უფლება აქვთ.

 - თქვა ჯანინამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი აღნიშნულ შეხვედრას არ დაესწრებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 29 ოქტომბერი 2021 21:10
    0
    ეტყობა ამათ არაფერი შესთავაზეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 29 ოქტომბერი 2021 05:31
    1
    ბაზარი არაა
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 29 ოქტომბერი 2021 01:44
    0
    და რა არ მოწონთ?

    ციტატა: Bojan Krkic
    მარადონა, ფეხბურთის ღმერთი...

    წარმოიდგინეთ, 60-70% მაინც რომ ეთამაშა იმის, რაც უნდა ეთამაშა, დღეს რა მოხდებოდა.

    ფეხბურთის ღმერთი ვიცი მე მესი მარადონა არა პელე კიდე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 ოქტომბერი 2021 00:17
    5
    მატჩიდან მიღებული შემოსავალი უპატრონო ბავშვთა დასახმარებლად გადაირიცხოს და მოგვარდება ყველაფერი, იქ დიეგოს სული გაიხარებს barca-6
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 ოქტომბერი 2021 23:55
    2
    მეც მასეთი განცდა მაქვს. ეს მატჩი არგენტინაში ან ნეაპოლში უნდა იმართებოდეს და ფული რაც შემოვიდოდა ისიც ეყოფოდათ, შეურაცხყოფაა ჩემი აზრით ის, რასაც აპირებენ
    Bojan Krkic
    სტუმარი [?]
    #2 28 ოქტომბერი 2021 23:41
    2
    მარადონა, ფეხბურთის ღმერთი...

    წარმოიდგინეთ, 60-70% მაინც რომ ეთამაშა იმის, რაც უნდა ეთამაშა, დღეს რა მოხდებოდა.
    Culé [?]
    #1 28 ოქტომბერი 2021 23:26
    7
    მარადონაზე თქვეს, სიკვდილის დროს მარტო იყოო. ამასაც ფული ანაღვლებს, თორემ მომაკვდავ კაცთან ბოლო რამდენიმე საათს გაატარებდა როგორმე. ახლა მაგის ქონების გაყოფაზე მაგარი ტაციაობა იქნება.