ოფიციალურად: უსმან დემბელე და სერჟინიო დესტი ტრავმირებულები არიან
"ბარსელონას" ოფიციალური საიტი ადასტურებს, რომ პირველი გუნდის ფეხბურთელები - უსმან დემბელე და სერჟინიო დესტი, ტრავმირებულები არიან.
ფრანგ ფეხბურთელს მარცხენა ბარძაყის ნახევრადმემბრანული კუნთის დაჭიმულობა აქვს, ამერიკელ განაპირა მცველს კი ზურგის არეში ტკივილი აღენიშნება.
დემბელესა და დესტის დაბრუნების თარიღს მათი გამოჯანმრთელების პროცესი განსაზღვრავს.
გუნდი "სელტასთან" მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ზემოხსენებული მოთამაშეების გარდა, დღევანდელი ვარჯიში ნეტუმაც გამოტოვა, რომელსაც სიცხე აქვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 24 ]