კოლიადო იანვარში იჯარით წავა
RAC1-ის ინფორმაციით, ალექს კოლიადო იანვარში "ბარსელონას" იჯარით დატოვებს.
როგორც ცნობილია, არსებული წესების მიხედვით, კლუბს არ აქვს უფლება, ერთ სეზონში, ის ფეხბურთელი დაარეგისტრიროს, რომელიც მანამდე არ დაარეგისტრირა. შესაბამისად, მიმდინარე სეზონში ესპანელი მოთამაშე "ბარსას" რიგებში ვერ ითამაშებს, ამჟამად კი მას ტრიბუნებზე უქმად ყოფნა უწევს.
გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 22 წლის შემტევს "შეფილდ იუნაიტედსა" და "ბრიუგეს" უკავშირებდნენ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]