ლაპორტამ დროებითი მწვრთნელის პოსტი შროიდერსა და ლარსონს შესთავაზა

ლაპორტამ დროებითი მწვრთნელის პოსტი შროიდერსა და ლარსონს შესთავაზა

რონალდ კუმანთან დაახლოებული ჟურნალისტი, ლუის კანუტი Onze TV3-თან ინტერვიუში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, ნიდერლანდელი სპეციალისტის გათავისუფლების შემდეგ, ჟოან ლაპორტამ დროებითი მწვრთნელის პოსტი მის ასიატენტებს - ალფრედ შროიდერსა და ჰენრიკ ლარსონს შესთავაზა, თუმცა მათ, კუმანისადმი პატივისცემის გამო, ამ თანამდებობაზე უარი განაცხადეს.

საბოლოოდ, დროებით თავკაცად სერჟი ბარჟუანი დაინიშნა, 6 ნოემბერს კი "ბარსელონა" ჩავი ერნანდესმა ჩაიბარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 ნოემბერი 2021 18:50
    1
    კაცურად მოქცეულან.