ოფიციალურად: დანი ალვესის პრეზენტაცია ოთხშაბათს შედგება

ოფიციალურად: დანი ალვესის პრეზენტაცია ოთხშაბათს შედგება

"ბარსელონა" კლუბის ლეგენდას, დანი ალვესს, "კამპ ნოუზე" ოთხშაბათს, 17 ნოემბერს, წარადგენს.

ცერემონია, თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება, როდესაც ბრაზილიელი "კამპ ნოუს" მინდორზე გამოჩნდება. პრეზენტაციაზე დასწრება გულშემატკივრებისთვისაც იქნება შესაძლებელი. 18:00 საათზე კი იგი პრესკონფერენციას გამართავს.

დღეს, ალვესმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და საღამოს გასამართ ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებს. სამწუხაროდ, მის დებიუტს იანვარმდე ვერ ვიხილავთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 ნოემბერი 2021 16:43
    0
    ამ ტებასს რა ვუთხარი, დაეშვა გამონაკლისი რა მოხდებოდა. სუარესი რო დაგვემტვრა ხო მოგვცეს უფლება ბრეითვეიტის დამატებაზე. ეხლაც გაეკეთებინა ეგ სიკეთე, მაგრამ ეშინია ალბათ უცებ არ ამოვუქაჩოთ რეალს ქულები.