ოფიციალურად: ლეო მესი 2021 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულია
აწ უკვე ოფიციალური ინფორმაციით, 2021 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ლიონელ მესი გახდა, რომლისთვისაც ეს ჯილდო კარიერაში რიგით მეშვიდეა.
ფრანგული გამოცემის, France Football-ის მიერ დაწესებული ტიტულისათვის ბრძოლაში მეორე და მესამე ადგილებზე, შესაბამისად, რობერტ ლევანდოვსკი და ქარიმ ბენზემა გავიდნენ.
ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 1956 წლიდან გაიცემა. ისტორიის განმავლობაში, რეკორდული მაჩვენებელი სწორედ წლევანდელ გამარჯვებულს აქვს დაფიქსირებული.
არგენტინელი ვარსკვლავის შედეგთან ყველაზე ახლოს კრიშტიანუ რონალდუ (5), მიშელ პლატინი (3), იოჰან კრუიფი (3), მარკო ვან ბასტენი (3). დანარჩენ გამარჯვებულებს ან ორჯერ აქვთ ტიტული მოგებული, ან, ცხადია, ერთხელ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 25 ]