ოფიციალურად: ქალთა ოქროს ბურთის მფლობელი ალეშია პუტელიასი გახდა

ოფიციალურად: ქალთა ოქროს ბურთის მფლობელი ალეშია პუტელიასი გახდა

ოფიციალური ინფორმაციით, 2021 წლის ქალების "ოქროს ბურთის" მფლობელი ალეშია პუტელიასი გახდა.

ამ ნომინაციაში "ბლაუგრანას" 5 წარმომადგენელი ჰყავდა: ირენე პარედესი, ლიკე მარტენსი, ჯენიფერ ერმოსო და სანდრა პანიოსი.

ქალთა ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 2019 წლიდან გაიცემა, შესაბამისად, ალეშიამდე ეს ტიტული მეგან რაპინოუმ და ადა ჰეგერბერგმა მოიგეს.

პუტელიასი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში 2012 წლიდან ირიცხება - მთლიანობაში, მას მონაწილეობა 355 მატჩში აქვს მიღებული, მის ანგარიშზე კი, 151 გოლია.

ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ 2020/21 წლების სეზონში მოგებულ ტრიპლეტში ალეშიამ უდიდესი როლი ითამაშა.

27 წლის შემტევი ნახევარმცველი IFFHS-მა ცოტა ხნის წინ წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დაასახელა. ის ასევე UEFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 ნოემბერი 2021 08:57
    1
    ვინ თუ არა ბარსელონელი.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #2 30 ნოემბერი 2021 00:24
    4
    ძაანაც კარგი, თვითონ გუნდიც ხო არანორმალურ ფორმაშია და ესეც ერთ ერთი ლიდერია ამ გუნდის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 ნოემბერი 2021 00:21
    7
    ალექსია ნამდვილად იმსახურებდა, ქალების მესია. ბარსაზე ნუ რა ვთქვა, რა დღეში ვართ მოეხსენება ყველას და მაინც ამდენ პოზიციაზე გვყავს ნომინანტები და გამარჯვებულები. უდაოდ საუკეტესო კლუბი ისტორიაში barca-4
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"