ალეშია პუტელიასი UEFA-ს წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელია
"ბარსელონას" ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია - ლუის კორტესის შეგირდებმა ტურნირი საკმაოდ დამაჯერებლად მოიგეს.
შესაბამისად, UEFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მხოლოდ "ბარსელონელი" გოგონები - ლიეკე მარტენსი, ჯენი ერმოსო და ალეშია პუტელიასი იბრძოდნენ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯილდოს მფლობელი ალეშია პუტელიასია.
UEFA წლის საუკეთესო ქალ მოთამაშეებს 2013 წლიდან აჯილდოებს. გასულ წელს ტიტულის მფლობელი "ჩელსის" შემტევი ნახევარმცველი, პერნილე ჰარდერი გახდა.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ლუის კორტესი, რომელიც "ბარსას" თავკაცი აღარაა, UEFA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინანტთა შორის იმყოფებოდა და გამარჯვებულიც გახდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]