მანჩესტერ სიტი ფერან ტორესს 70 მილიონ ევროდ აფასებს
ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობებით, "ბარსელონა" ფერან ტორესით სერიოზულად ინტერესდება, მოსალაპარაკებლად კი "მანჩესტერ სიტიც" მზადაა.
Esport3-ის ინფორმაციით, "ქალაქელები" ესპანელ შემტევს დაახლოებით 70 მილიონ ევროდ აფასებენ, თუმცა, ფეხბურთელი გარემოცვა დარწმუნებულია, რომ ტრანსფერი განხორიცელება 45 მილიონი ევროს ფარგლებში შესაძლებელი იქნება.
წყაროს ცნობით, თუ მოთამაშის სურვილი გუნდიდან წასვლაა, პეპ გვარდიოლა მას ხელს არ შეუშლის. ტორესს "ბარსელონაში" გადმობარგება ნამდვილად სურს და აპირებს, რომ, თუ შესაძლებლობა მიეცემა, ფინანსური ძალისხმევაც კი გაიღოს.
კატალონიელთა მიზანი იანვარში ახალგაზრდა ფეხბურთელის იჯარით აყვანა და კონტრაქტში სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტის შეტანაა.
"ბარსა" გარიგებაში მოთამაშეების ჩართვის მომხრეა, თუმცა, ინგლისელები მხოლოდ ფულს ითხოვენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]