ედინსონ კავანის ზაფხულში ბარსელონაში გადმოსვლა სურს | The Times
"მანჩესტერ იუნაიტედის" ურუგვაელ თავდამსხმელს, ედინსონ კავანის "ბარსელონაში" თამაში სურს.
The Times-ის ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლოს უმთავრდება, რის შემდეგაც "ბლაუგრანაში" გადასვლა სურს.
კავანი მიიჩნევს, რომ კიდევ ორი სეზონი მაღალ დონეზე ასპარეზობა შეუძლია და ამის დამტკიცება "კამპ ნოუზე" სურს. კავანიმ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაც ტრავმითაც იყო განპირობებული.
"ბარსელონა" კავანის ზამთრის სატრანსფერო სამიზნეებს შორისაც მოიაზრებდა, თუმცა, თუ სეზონის ბოლოს მისი უფასოდ დამატება იქნება შესაძლებელი, კლუბი ფინანსებს სხვა ფეხბურთელებისთვის შეძენაზე დახარჯავს. როგორც ცნობილია, კატალონიელთა მთავარი სამიზნე ფერან ტორესია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]