დემბელეს შეძენა იუვენტუსსაც უნდა
"ბარსელონას" ფრანგ შემტევს, უსმან დემბელეს მსურველთა რიგი დაუდგა.
დემბელეს მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი წლის 30 ივნისს იწურება და ის თავისუფალი აგენტი ხდება. სიახლე არავისთვისაა, რომ "ბარსა" 24 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას რამდენიმე თვეა ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. უსმანს დარჩენა უნდა, თუმცა, მოთამაშეზე გავლენას მისი აგენტი მუსა სისოკო ახდენს და ფრანგს "ბლაუგრანას" დატოვებისკენ და მეტი ფინანსური სარგებლის ძიებისკენ მოუწოდებს.
უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემბელეს დამატება "ჩელსის", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ტოტენჰემს" უნდათ, უახლესი ცნობებით კი, მისი შეძენა ტურინის "იუვენტუსსაც" სურს, რომელიც "ბარსას" 7-იანის გადასაბირებლად ყველაფერს აკეთებს.
Sport-ის ინფორმაციით, იტალიური კლუბი ცდილობს, დემბელე კარგი კონტრაქტითა და სატრანსფერო ბონუსით მოხიბლოს.
იგივე წყარო ვარაუდობს, რომ დემბელესთვის ბრძოლაში "პარი სენ-ჟერმენიც" ჩაერთვება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]