ბაიერნი-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა
დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩი გაიმართება.
რთული სათქმელია, ჩვენ უფრო მეტი შანსი გვაქვს "ბაიერნთან" წარმატების მიღწევის თუ "დინამოს" "ბენფიკასთან", მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ბოლო ტურის წინ, საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები და გერმანიაში გამარჯვების მოპოვება უნდა ვცადოთ.
"ბაიერნს" ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ არა დაუმარცხებელი. ამ სეზონში მათი დამარცხება "ბარსელონაზე" სუსტმა გუნდებმა შეძლეს. ჩვენს წინაშე "შეუსრულებელი მისია" დგას, თუმცა უშანსოდ არ ვართ.
ამ მატჩში უსმან დემბელეს ფაქტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. შეუძლია, რომ "ბარსელონაში" პირველად გაიბრწყინოს და ამ სეზონში ამაზე უკეთეს შესაძლებლობას ვერ მიიღებს. თუ ამას "ბარსელონასთვის" არ გააკეთებს, იქნებ, "ნიუკასლზე" უკეთესი შეთავაზების მისაღებად მაინც გვაჩვენოს ის თამაში, რომელსაც მისგან ამდენი წელია ველით.
სათამაშო ფორმა
გუნდი კვლავ ჩავის იდეებთან შეგუების პროცესშია და, შესაბამისად, შეცდომებიც ბევრია. როგორც ჩავიმ თქვა, "ბაიერნის" დასამარცხებლად, იდეალური თამაშის ჩატარება იქნება საჭირო.
სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში პირველად, უსმან დემბელეს ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ. ამ მატჩში, გუნდური ტაქტიკის გარდა, იღბალი და დემბელეს ინდივიდუალური ოსტატობაც დაგვჭირდება.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვერგასვლა კლუბის პრესტიჟს, ფინანსურ და სატრანსფერო შესაძლებლობებს მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს. ფეხბურთელებმა მიზნის მისაღწევად მაქსიმუმი უნდა გაიღონ.
მეტოქე
ამ მატჩამდე, "ბაიერნმა" "დერ კლასიკერი" მოიგო და ბუნდესლიგას 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. საოცარ ფორმაშია რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც ბოლო 12 შეხვედრაში 17 გოლი აქვს გატანილი. იგი 16 გოლით ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს, 9 გოლით კი - ჩემპიონთა ლიგის.
მას აქვს შანსი, კრიშტიანუ რონალდუსა და სებასტიან ალეს შემდეგ, გახდეს მესამე ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ექვსივე ტურში აქვს გოლი გატანილი.
გერმანელებს ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული აქვთ, თუმცა იულიან ნაგელსმანის განცხადებით, შემადგენლობის გადახალისებას არ აპირებენ. მან დაადასტურა, რომ ნოიერსა და ლევანდოსვკის სასტარტო თერთმეტეულში ვიხილავთ.
მწვრთნელები მატჩის წინ
დანაკლისი
ტრადიციულად, "ბარსას" ანსუ ფატი, მარტინ ბრეითუეიტი, კუნ აგუერო, დანი ალვესი, პედრი და სერჟი რობერტო დააკლდებიან. ჟორდი ალბას გარკვეული დისკომფორტი აწუხებს და მისი თამაში საეჭვოა. შესაძლოა, მან მოედანზე 90 წუთის გატარება ვერ შეძლოს.
"ბეტისთან" მატჩის შემდეგ, გავი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, საბედნიეროდ, იგი თავს კარგად გრძნობს და სრულ მზადყოფნაშია.
ასევე, ვერ ითამაშებს აბდე ეზალზული, რომელიც "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის განაცხადში დარეგისტრირებული არ არის.
სერიოზული დანაკლისი აქვს "ბაიერნსაც". იულიან ნაგელსმანმა დაადასტურა, რომ დღეს "რეკორდმაისტერის" რიგებში სერჟ გნაბრის, ლეონ გორეცკას, იოზუა კიმიხს, მარსელ საბიტცერსა და ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგს ვერ ვიხილავთ. რაც შეეხება ლუკა ერნანდესს, მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
არბიტრი
"ბაიერნთან" შეხვედრას 41 წლის რუმინელი არბიტრი, ოვიდიუ ჰაცეგანი, განსჯის. იგი FIFA-ს რეფერი 2008 წელს გახდა და კარიერის განმავლობაში 476 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.
476 მატჩიდან, 5-ში "ბარსელონა" თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ 5-ვე მათგანში "ბარსამ" კარის მშრალად შენახვა შეძლო:
- ბარსელონა 7-0 სელტიკი (2016/17)
- სპორტინგი 0-1 ბარსელონა (2017/18)
- ბარსელონა 2-0 ინტერი (2018/19)
- დორტმუნდი 0-0 ბარსელონა (2019/20)
- დინამო კიევი 0-1 ბარსელონა (2021/22)
მას კატალონიელთათვის 11 ყვითელი ბარათი აქვს ნაჩვენები (მეტოქისთვის - 14). ასევე, ერთხელ აქვს დანიშნული თერთმეტრიანი "ბარსას" კარის მიმართულებით, თუმცა მაშინ, მარკო როისის დარტყმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოიგერია. ამ 5 მატჩში მას ფეხბურთელი მოედნიდან არ გაუძევებია.
ჰაცეგანისა და მიუნხენის "ბაიერნის" გზები 4-ჯერ გადაკვეთილა, 4-ვე მატჩში "რეკორდმაისტერმა" მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხა:
- ბაიერნი 6-1 ლილი (2012/13)
- ბაიერნი 5-0 ბეშიქთაში (2017/18)
- ბაიერნი 4-1 ჩელსი (2019/20)
- ბენფიკა 0-4 ბაიერნი (2021/22)
რუმინელ არბირტრს "ბაიერნის" ფეხბურთელი 6-ჯერ ჰყავს გაფრთხილებული (მეტოქის - 10). მის ანგარიშზე "ბაიერნის" სასარგებლოდ დადებული ერთი პენალტია. ასევე, მან ერთხელ მეტოქე გუნდის ფეხბურთელი გააძევა.
ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 37 შეხვედრაში ჰაცეგანი, საშუალოდ, 26 ჯარიმას ნიშნავს და ფეხბურთელებს ყვითელი ბარათით 4-ჯერ აფრთხილებს.
ურთიერთშეხვედრები
"ბლაუგრანასთვის", "ბაიერნი" ყველაზე უხერხული მეტოქეა. კატალონიელებს ურთიერთშეხვედრების ასეთი ცუდი ბალანსი სხვა არცერთ კლუბთან არ აქვს.
გერმანელებთან ნათამაშები 12 თამაშიდან გამარჯვების მოპოვება მხოლოდ 2-ჯერ შევძელით, 2-ჯერ ფრე დაფიქსირდა, დარჩენილ 8 მატჩში მოგება "ბაიერნს" დარჩა, ბურთების შეფარდება - 16-29.
ისტორიაში, ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 1996 წელს, UEFA-ს თასის ნახევარფინალში შეხვდნენ. ორი მატჩის ჯამში, "ბაიერნმა" 4-3 მოიგო.
"ბარსელონას" "ბაიერნი" სტუმრად არასდროს დაუმარცხებია. ორივე გამარჯვება "კამპ ნოუზე" ვიხილეთ. 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, წყვილის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. გოლები მესიმ (2), ეტო'ომ და ანრიმ გაიტანეს. ორი მატჩის ჯამში, "ბარსამ" 5-1 იმარჯვა.
მეორე მოგება პეპ გვარდიოლას "ბაიერნთან" შედგა. მესიმ ამ შეხვედრაშიც დუბლი შეასრულა, მატჩის მიწურულს კი ნეიმარმა კონტრშეტევით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში, 3-0 დააფიქსირა. მიუნხენში 2-3 დავმარცხდით, მაგრამ, როგორც 2008/09, ასევე 2014/15 წლების სეზონი ტრებლით დავასრულეთ.
საინტერესო ფაქტები
- მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის (27) "ბარსელონაზე" (25) მეტი გოლი აქვს გატანილი.
- "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 2000 წლის შემდეგ არ ჩარჩენილა.
- "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი თომას მიულერისგან აქვს გაშვებული - 6 თამაშში 7 გოლი.
- მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნს" (19) "ბარსელონაზე" (2) 9.5-ჯერ მეტი გოლი აქვს გატანილი.
- "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 მატჩში მხოლოდ 4 გოლი აქვს გატანილი, გაშვებული კი - 14.
- "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 მატჩში კარის მშრალად შენახვა შეძლო.
სავარაუდო შემადგენლობები
Sport:
"ბარსელონა" | 4-3-3
ტერ შტეგენი - დესტი, არაუხო, პიკე, ალბა - ნიკო, ბუსკეტსი, დე იონგი - დემბელე, მემფისი, გავი
SofaScore:
"ბარსელონა" | 3-4-2-1
ტერ შტეგენი - არაუხო, პიკე, ლანგლე - დემბელე, დე იონგი, ბუსკეტსი, ალბა - გავი, ნიკო - მემფისი
Marca:
"ბარსელონა" | 4-3-3
ტერ შტეგენი - დესტი, არაუხო, პიკე, ალბა - ნიკო, ბუსკეტსი, დე იონგი - დემბელე, მემფისი, კოუტინიო
SportsMole:
"ბარსელონა" | 4-3-3
ტერ შტეგენი - დესტი, არაუხო, პიკე, ალბა - ნიკო, ბუსკეტსი, დე იონგი - დემბელე, მემფისი, კოუტინიო
"ბაიერნი" | 4-2-3-1
ნოიერი - პავარი, სიულე, ნიანზუ, რიჩარდსი - როკა, ტოლისო - სანე, მიულერი, მუსიალა - ლევანდოვსკი
პროგნოზი
90min: ბაიერნი 2-1 ბარსელონა
SportsMole: ბაიერნი 3-1 ბარსელონა
Sportskeeda: ბაიერნი 3-2 ბარსელონა
WhoScored: ბაიერნი 3-0 ბარსელონა
ტრანსლაცია
მატჩი, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟს სილქ უნივერსალი, silksport.ge და აჭარასპორტ 1 შემოგვთავაზებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]