MD: ჟორდი ალბა ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს
Mundo Deportivo-ს ცნობით, დიდი ალბათობით, ჟორდი ალბა "ბაიერნთან" მატჩს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.
მან დაზიანება "ვილიარეალთან" შეხვედრაში მიიღო. ტრავმა სერიოზული არ ჩანდა და ერთ კვირაში "ბეტისთან" მატჩი სრულად ჩაატარა, თუმცა "ბაიერნთან" თამაშამდე მას გარკვეული დისკომფორტი მაინც აწუხებდა, რაც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩავიმაც დაადასტურა.
MD წერს, რომ, დიდი ალბათობით, 32 წლის ფეხბურთელი მოედანზე ყოფნას პირველივე წუთებიდან მაინც შეძლებს. იმ შემთხვევაში, თუ ალბა ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, მის ადგილს სერჟინიო დესტი დაიკავებს.
"ალიანც არენაზე" მატჩი, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]