ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადება CVC-ის შეთანხმებასთან დაკავშირებით

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადება CVC-ის შეთანხმებასთან დაკავშირებით

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგისა და CVC-ის შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ესპანური ფეხბურთის მმართველი ორგანო შეთანხმებას უკანონოს უწოდებს და მისი მოწინააღმდეგე კლუბების მხარდაჭერის მზაობას გამოთქვამს:

"ჩვენ აგვისტოს შემდეგ ვიმეორებთ, რომ აღნიშნული პროექტის მიმართ კატეგორიულ წინააღმდეგობას გამოვთქვამთ. ის ჩვენ სამართლებრივ სისტემასთან შეუთავსებელია და ვიმედოვნებთ, ესპანეთის ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოები მის აღსრულებას არ დაუშვებენ.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ვალდებულება გვაქვს, უზრუნველვყოთ ესპანეთის სპორტის შესახებ კანონის უზენაესობის დაცვა. აღნიშნული სისტემა შეუთავსებელია ლა ლიგის მენეჯმენტში ჩართვასა და ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობის მიღებასთან მესამე პირის, განსაკუთრებით სარისკო კაპიტალის საინვესტიციო ფონდის მიერ. 

ლა ლიგა შეიძლება ეკუთვნოდეს და იმართებოდეს მხოლოდ იმ კლუბების მიერ, რომლებიც მოცემულ მომენტში ესპანეთის პირველ ან მეორე დივიზიონში ასპარეზობენ.

ამიტომ, ჩვენ ვალდებულები ვართ, იმ კლუბებს, რომლებსაც ტურნირის სარისკო კაპიტალის საინვესტიციო ფონდთან დაკავშირება არ სურთ, ჩვენ სამართლებრივ სისტემასთან შესაბამისი გამოსავლის მოძებნაში დავეხმაროთ და ესპანური ფეხბურთის ტრადიციული ღირებულებების დაცვა უზრუნველვყოთ."

რამდენიმე დღის წინ, "ბარსამ", "რეალმა" და "ატლეტიკმა" CVC-ის შეთანხმების ალტერნატივად ლა ლიგის მდგრადი განვითარების გეგმის შესახებ განცხადება გამოაქვეყნეს, რომელსაც ლა ლიგის სხვა კლუბებიც მხარს უჭერენ

ლა ლიგამ საინვესტიციო ფონდ CVC-სთან ხელშეკრულება აგვისტოს დასაწყისში გააფორმა. შეთანხმებას მხარი ესპანეთის პირველი და მეორე დივიზიონების 38 გუნდმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ მხოლოდ "ბარსელონა", მადრიდის "რეალი", ბილბაოს "ატლეტიკი" და მეორე დივიზიონის გუნდი "რეალ ოვიედო" წავიდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 დეკემბერი 2021 16:58
    0
    მოკლედ ამ ტებასს თითქოს ბარსელონას განადგურება ქონდეს გეგმად ისე ნაგლად ერევა გუნდის საქმეებში.