ჟოან ლაპორტა: დარწმუნებული ვარ, შემდეგ ეტაპზე გავალთ
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ მიუნხენის "ბაიერნთან" მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე Cadena Ser-ის ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და ჯგუფური ეტაპის დაძლევასთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გამოთქვა.
"ბარსა" არის კლუბი, რომელსაც გააჩნია ისტორია, ტრაექტორია და ჩვენ შემდეგ ეტაპზე უნდა გავიდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე სახარბიელო ამინდი არ არის, ეს "ბარსასთვის" გასამართლებელი საბაბი არ იქნება.
ჩვენ არაფრის გვეშინია. თამაშს მოუთმენლად ველით. ქომაგებს ვთხოვ, რომ "ბარსათი" იამაყონ. შესანიშნავი თამაში გველის.
"ბარსელონასა" და "ბაიერნის" დაპირისპირება "ალიანც არენაზე" თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]