პედრი თანაგუნდელებს ამხნევებს
"ბარსელონას" ახალგაზრდა ტალანტს, პედრის, ტრავმის გამო, "ბაიერნის" წინააღმდეგ თანაგუნდელების დახმარება არ შეუძლია, თუმცა სულიერად მათ გვერდით დგას და გუნდს ამხნევებს.
"მაქსიმუმის გაღებით, ყველაფერი შეგიძლიათ!" - წერს გონსალესი Twitter-ის პირად გვერდზე.
Con todo 👊👊 ¡Ustedes pueden! #ChampionsLeague #UCL pic.twitter.com/KvbqrFKmfU
— Pedri González (@Pedri) December 8, 2021
"ბარსა" "რეკორდმაისტერის" წინააღმდეგ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ჩაატარებს, ვერ მოგების შემთხვევაში გუნდს ჯგუფურ ეტაპს მხოლოდ "ბენფიკას" ქულების დაკარგვა დააძლევინებს. მატჩები თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
19 წლის ესპანელი ფეხბურთელი ტრავმის გამო 2022 წლამდე ვერ ითამაშებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]