გაურკვევლობა ალექს კოლიადოს ტრანსფერთან დაკავშირებით
"გრანადა" ალექს კოლიადოს ტრანსფერს არ ადასტურებს.
გუშინ, "ბარსელონამ" იუწყა, რომ კოლიადო სეზონის ბოლომდე იჯარით "გრანადაში" ითამაშებდა, თუმცა მათი მხრიდან ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა და Mundo Deportivo-ს ცნობით, ანდალუსიური კლუბში აცხადებენ, რომ 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი, ჯერჯერობით, დახურული არ არის და გარკვეული ფინანსური საკითხი მოსაგვარებელი რჩება.
გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს, კოლიადო იჯარით "შეფილდში" უნდა გადასულიყო, თუმცა ოპერაცია სატრანსფერო ფანჯრის დახურვისას ჩაიშალა და კლუბმა მისი დარეგისტრირება ვერც პირველ გუნდში მოასწრო და ვერც - მეორეში. ამჟამად, კოლიადო პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
მან, შესაძლოა, 14 დეკემბერს, "ბოკა ხუნიორსთან" გასამართ ამხანაგურ მატჩში ითამაშოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]