ბარსელონა ანტონი მარსიალითაც ინტერესდება

ბარსელონა ანტონი მარსიალითაც ინტერესდება

"ბარსელონა" იანვარში გუნდის გაძლიერებას გეგმავს. აქტიურად ვრცელდება ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ კატალონიური კლუბის პრიორიტეტი სამიზნეები "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელები, შესაბამისად, ფერან ტორესი და ედინსონ კავანი არიან.

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსა" "იუნაიტედის" კიდევ ერთი ფეხბურთელით, ანტონი მარსიალითაც ინტერესდება. კატალონიელები 26 წლის ფეხბურთელის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას თვალს ყურადღებით ადევნებენ, მაგრამ იგი "ბლაუგრანას" პრიორიტეტი არაა.

იგივე წყარო იტყობინება, რომ მარსიალს "მანჩესტერის" დატოვება უნდა. ფრანგმა შემტევა კლუბს წასვლის სურვილის შესახებ უკვე აცნობა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი სათამაშო დროის ნაკლებობაა.

მარსიალმა მიმდინარე სეზონში მონაწილეობა მხოლოდ 10 მატჩში მიიღო და 1 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 12 დეკემბერი 2021 08:57
    1
    არვიცი მანჩესტერის რიგებში თუ ვერ ხვდება ბარსაში რა დამსახურებით მოგვყავს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 12 დეკემბერი 2021 02:57
    1
    კიდევ ერთი ფრანგი და ამავდროულად "სექენდ ჰენდი" rage
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 12 დეკემბერი 2021 01:19
    1
    იმედია მართლა არ აპირებენ ამის მოყვანას
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 12 დეკემბერი 2021 00:10
    1
    კიდევ ფრანგი ?! მადლობა გვაქვს უკვე მაგათი ცუდი გამოცდილება გუნდში
    Culé [?]
    #5 12 დეკემბერი 2021 00:05
    1
    მარსიალს დაღმა სვლა აქვს დაწყებული არ გვჭირდება ნაღდად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 დეკემბერი 2021 23:31
    3
    დეპაიზე მეტს გაკეთებს ეს საჯარიმოში
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #3 11 დეკემბერი 2021 22:45
    1
    ციტატა: Griezzy7
    მოაშორეთ აქედან რა. არც ეს ივარგებს არც კავანი და მე თუ მკითხავთ ამ ფერან ტორესზე რო ხართ გადარეულები არც ეგ ივარგებს დიდად. ვინმე წესიერი მოიყვანონ ზამენის ხალხი რომოყავთ და თუარ შეუძლიათ მოყვანა გაა**ნ

    წესიერში ვის გულისხმობ მბაპეს თუ ჰალანდს, აღარაა ის დრო როცა პროსტა ხელს დაადებდი და ნებისმიერს იყიდდი, ტორესს კი რას ერჩი მშვენიერი ფეხბურთელია, არ უნდოდა პეპს მაგისი გაშვება სანამ თვითონ არ სთხოვა, ეს მარსიალი მართლა არ გვინდა, კავანი კიდე შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივისთვის დეპაის ფორვარდობას ნაღდად აჯობებს..
    gecheche
    სტუმარი [?]
    #2 11 დეკემბერი 2021 21:13
    1
    მოაშორეთ აქედან ეს დებილი
    Culé [?]
    #1 11 დეკემბერი 2021 21:06
    1
    ჩაწოლილი ტავარის გამსაღებლები 🤥🤥🤥