ჟერარ პიკე ელჩესთან არ ითამაშებს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე "ელჩესთან" გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის მიზეზი დისკვალიფიკაციაა.
პიკემ "ოსასუნასთან" თამაშის ბოლოს გაფრთხილება დაიმსახურა. 34 წლის უკანახაზელს ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში უკვე 5 ყვითელი ბარათი დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დისკვალიფიცირებულია და ლა ლიგის მომდევნო შეხვედრაში არ ითამაშებს.
"ბარსელონასა" და "ელჩეს" დაპირისპირება 18 დეკემბერს გაიმართება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]