ბოკა ხუნიორსთან მატჩის განაცხადი ცნობილია
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "ბოკა ხუნიორსთან" გასამართი ამხანაგური თამაშის განაცხადი უკვე დაასახელა.
განაცხადში პირველად მოხვდა დანი ალვესი, რომელსაც ოფიციალურ მატჩში მონაწილეობის უფლება ჯერ არ აქვს. "ბოკა ხუნიორსთან" ასევე "ბარსა ბ-ს" რამდენიმე ფეხბურთელი ითამაშებს.
"ბარსას" განაცხადი ასეთია: ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, არაუხო, ბუსკეტსი, პუჩი, დემბელე, ალვესი, დემირი, ნეტუ, კოუტინიო, ლანგლე, ლ. დე იონგი, ფ. დე იონგი, მინგესა, უმტიტი, გარსია, პენია, ნიკო, ჟუტგლა, გავი, ბალდე, აკომაში, სანსი, კომასი, მარმოლი, მატეუსი, ხაიმე.
"ბარსა" "ბოკა ხუნიორსს" მარადონას თასზე 14 დეკემბერს შეხვდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]