ბარსელონა აგუეროს კარიერის დასრულებას ამაღამ დაადასტურებს - El Chiringuito

ბარსელონა აგუეროს კარიერის დასრულებას ამაღამ დაადასტურებს - El Chiringuito

დღეს კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერხიო აგუერომ გულის პრობლემების გამო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამჯერად ცუდი ისაა, რომ ამ ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყარო არ ავრცელებს.

Marca-ს შემდეგ ინფორმაცია El Chiringuito-ს ჟურნალისტმა, ხოსე ალვარესმაც დაადასტურა. მისი ცნობით ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 12 საათზე (თბილისის დროით 15 საათზე) სერხიო აგუერო პრესკონფერენციას გამართავს. თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად მანამდე დადასტურდება. მოსალოდნელია, რომ "ბარსელონა" ამას ამაღამ განცხადებით დაადასტურებს.

33 წლის სერხიო აგუერო "ბარსელონას" გასულ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მან კატალონიური გუნდის მაისურით 5 თამაშის ჩატარება და ერთი გოლის გატანა მოასწრო. 30 ოქტომბერს "ალავესთან" გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში არგენტინელმა გულ-მკერდის არეში ტკივილი იგრძნო. მალევე გაირკვა, რომ არგენტინელს გულთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 17 დეკემბერი 2021 00:06
    0
    კიდევ ერთი ლეგენდა მიდის
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #6 14 დეკემბერი 2021 00:04
    0
    ციტატა: zecterr
    მერამდენე ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს გულის პრობლემა ? ერიკსენი და ეს ალბათ ყოველ სეზონში გადიან სამედიცინო შემოწმებას და თუ ასეთი პრობლემა ჰქონდა ზაფხულში რატომ ვერ აღმოუჩინეს პრობლემა ? არ დაფიქრებულხართ ამხელა პროფესიონალ სასტავს რატო დაემართათ უეცრად ასე?

    ბლინდიც არ დაგავიწყდეს და იყო კიდე ფეხბურთელები გულის პრობლემებით, კომანიც
    ფანი [?]
    #5 13 დეკემბერი 2021 23:22
    1
    მერამდენე ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს გულის პრობლემა ? ერიკსენი და ეს ალბათ ყოველ სეზონში გადიან სამედიცინო შემოწმებას და თუ ასეთი პრობლემა ჰქონდა ზაფხულში რატომ ვერ აღმოუჩინეს პრობლემა ? არ დაფიქრებულხართ ამხელა პროფესიონალ სასტავს რატო დაემართათ უეცრად ასე?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 დეკემბერი 2021 23:10
    3
    კარიერა მაინც თესლად დაამთავრა. ბოლო გოლი კარიერაში რეალს გაუტანა კლასიკოში. სამწუხაროა ნაადრევად რომ მოუწია დამთავრება.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 დეკემბერი 2021 21:49
    4
    მეცოდება, ამდენი ხანი ოცნებობდა ლეოსთან ერთად კლუბში თამაშს და ორმაგი იმედგაცრუება შეხვდა. იმედია ცხოვრებაში ხელს არ შეუშლის და კიდევ დიდხანს იცოცხლებს.
    Culé [?]
    #2 13 დეკემბერი 2021 21:46
    3
    იფ რა გამომშრალი კუნთი აქვს :(( შლანგ დეიონგი ყო გვყავს რაც მთავარია ჯანმრთელი
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #1 13 დეკემბერი 2021 21:37
    4
    ეს კუნი ძაან გამოგვადგებოდა მაგრამ რავუყოთ, მთავარია ჯანმრთელად იყოს🥺