"დეპორტივო" ვიქტორ ვასკესს აკვირდება
გავლენიანი გამოცემის, "მარკას", ცნობით, "ბარსელონა ბ"–ს 24 წლის ნახევარმცველი, ვიქტორ ვასკესი, აპირებს კლუბის დატოვებას. მასზე "ნადირობს" ესპანური კლუბი – "დეპორტივო".
ვიქტორ ვასკესი "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია, იგი "ბარსა ბ"–ში 2008 წლიდან ირიცხება. მას ძირითად გუნდში მაინცდამაინც არ გაუმართლა, სწორედ ამიტომ 24 წლის ნახევარმცველი სეგუნდაში ასპარეზობს. ხშირად გვარდიოლას გუნდის განაცხადში ხვდება, თუმცა ძირითადად დუბლებშია.
როგორც ჩანს, "დეპორტივო" სერიოზულადაა დაინტერესებული ვიქტორ ვასკესითა და ზოგადად "ბარსას" კანტერით. ისინი ბოლომდე აპირებენ ბრძოლას, რათა კონტრაქტი გაუფორმონ რამდენიმე ახალგაზრდას: მეკარე რუბენ მინიოსა და მცველ ორიოლ რომეუს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]