იასიკევიჩუსი: ზეწოლა? უმეტესობა ჩვენგანი მილიონერია!

იასიკევიჩუსი: ზეწოლა? უმეტესობა ჩვენგანი მილიონერია!

"ბარსელონას" საკალათბურთო გუნდის მწვრთნელის, შარუნას იასიკევიჩუსის აზრით, მისი გუნდის მოთამაშეები არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ თავი ზეწოლის ქვეშ იგრძნონ.

"ბარსელონამ" გასულ სეზონში ევროლიგის (საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა) ფინალში ითამაშა და ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში "რეალი" დაამარცხა. "ბლაუგრანას" ესპანეთის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული, მაგრამ 2021 წელს გუნდმა ეს ტიტული 2014 წლის შემდეგ პირველად მოიგო. ამ სეზონში "ბარსა" ევროლიგაში პირველია, ესპანეთის ჩემპიონატში კი "რეალის" შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. იასიკევიჩუსს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, თუ არა საუკეთესო და კატალონიელები როგორც ჩემპიონატის, ასევე ევროლიგის მოგებას უმიზნებენ.

კითხვაზე, ხომ არ განიცდიან მისი კალათბურთელები ზეწოლას, შარას იასიკევიჩუსი ასე პასუხებს:

რას ეტყვით იმ ადამიანს, რომელიც ახლა, პანდემიის დროს სამსახურს ეძებს? აი, ესაა ზეწოლა.

ჩვენ? უმეტესობა ჩვენგანი მილიონერია. ასე რომ, რომელ ზეწოლაზე ვსაუბრობთ?


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 დეკემბერი 2021 11:11
    0
    მაგარი პასუხი იყო.