5 მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტა დემბელემ ბარსელონაში დარჩენა

5 მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტა დემბელემ ბარსელონაში დარჩენა

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსმან დემბელემ "ბარსელონაში" დარჩენა გადაწყვიტა. ფრანგი ფეხბურთელი კატალონიელებთან ახალ ხელშეკრულებას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გააფორმებს.

კატალონიური Sport გვთავაზობს იმ 5 მიზეზს, რომელთა გამოც დემბელემ "ბლაუგრანაში" დარჩენა გადაწყვიტა.

ჩავის პროექტი

ჩავიმ პირველივე პრესკონფერენციაზე განაცხადა: "დემბელეს შეუძლია, თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო გახდეს". უსმანი ამ განცხადებით კმაყოფილი დარჩა. ის ასევე კმაყოფილია იმით, თუ როგორ ეპყრობიან მას ვარჯიშებისა და თამაშების დროს. ჩავიმ მას თავდაჯერება შემატა. დემბელემ იცის, რომ ის "ბარსელონაში" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ასე იქნება უახლოეს წლებში.

იდეალური სისტემა

ჩავი 3-4-3 ან 4-3-3 სისტემით თამაშობს, დემბელე კი ორივე ამ სისტემას იდეალურად ერგება. ფრანგი ორივე შემთხვევაში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. დემბელემ ასევე იცის, რომ ჩავის დავალებით მას თანაგუნდელები დაცვაში ზურგს უმაგრებენ, რის გამოც ის მეტოქის მოტყუებაზე თამამად მიდის.

სტაბილური პროექტი

ჩავის "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. დემბელემ იცის, რომ ხელმძღვანელობა ჩავის ენდობა და მას იდეების განხორციელებისთვის საკმარის დროს მისცემს. ფრანგი ესპანელის სათამაშო ფილოსოფიას ეთანხმება. მან იცის, რომ "ბარსელონაში" იმ ფეხბურთს ითამაშებენ, რომელიც მას მოსწონს.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი

დემბელე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და ის საფრანგეთის ნაკრების წევრი ახლაცაა, მაგრამ ეროვნულ გუნდში შეუცვლელი ფეხბურთელი ნამდვილად არ ეთქმის. არაა გამორიცხული, სხვა გუნდში გადასვლამ და ადაპტაციის შესაძლო პრობლემებმა უსმანს ნაკრებში ადგილი დააკარგვინოს და ეს მას მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვებად დაუჯდეს. "ბარსაში" დარჩენის შემთხვევაში კი მას კატარში გამგზავრების მეტი შანსი აქვს.

ბონუსები

დარჩებოდა თუ წავიდოდა, დემბელეს ხელფასის შემცირება მოუწევდა, რადგან ახლა მას ზედმეტად მაღალი ანაზღაურება აქვს. სხვა კლუბები უფრო მეტს სთავაზობდნენ, ვიდრე ახალ კონტრაქტში იქნება გათვალისწინებული, სამაგიეროდ "ბარსელონას" შეთავაზება მოიცავს ბონუსებს, რომლებიც დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მაგალითად ჩატარებული თამაშების რაოდენობასა და მოგებულ ტიტულებზე. ამ ბონუსების წყალობით დემბელეს ისევ ბევრის გამომუშავება შეუძლია, მაგრამ ამისთვის მაღალ დონეზე თამაში იქნება საჭირო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 24 დეკემბერი 2021 17:38
    0
    ციტატა: me da barca
    ეს, რომ დაიბადა მამამისმა ბიჭი შემეძინაო და სიხარულისგან 6-ჯერ ააგდო და 2-ჯერ დაიჭირა.🤕

    😃😃😃 რა ჭირს თქო ვფიქრობდი, ყველაფერი გასაგებია,😃😃
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 24 დეკემბერი 2021 11:10
    1
    ცოტა ხო არ გაამუქეთ? რაის ბარსას ფილოსოფია სუფთა დებილია. ბურთით მიადგება მეტოქეს და ამ დრო აუკანკალდება ხოლმე ფეხები პირდაპირ რქებით ეჯახება. ამის პლიუსი სისწრაფეა და საუკეთესო იქნება სწრაფ კონტრშეტევებში და საერთოდ მეტოქეს მაღალ სიჩქარეზე ადვილად აუვლის გვერდს. რო დგება და ფინტზე ფიქრს იწყებს მაშინ ართმევენ სწორედ ბურთს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 24 დეკემბერი 2021 01:46
    1
    რა უნდა მოხდეს რომ დემბელემ მართლა უმაღლეს დონეზე დაიწყოს თამაში ?! joy joy joy 1) ჩავი უნდა გახდეს ნეირო ქირურგი და ტვინი შეუცვალოს 2) პირადად რიკარდო პრუნას მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს პლიუს ფიზ მომზადება მწვრთნელი ფიტნესი კვება დიეტოლოგი და ა.შ. ...კაი დავუშვათ მეორეს ეშველება პირველს რას უშვებით ?! stuck_out_tongue_winking_eye joy joy joy
    Davita
    სტუმარი [?]
    #9 24 დეკემბერი 2021 00:58
    0
    ციტატა: VanillaDream
    ციტატა: RiquiPuig
    60 მილიონად არცერთი გუნდი არ იყიდის დეპაის თან ორწლიანი კონტრაქტი აქვს მხოლოდ

    ეგ დამავიწყდა რომ 2 წლიანი აქვს და შემდეგი სეზონის ბოლოს უმთავრდება, ნუ 50 ყველა ვარიანტში ღირს და შემდეგ ზაფხულში გასაშვებია. 35-40 მილიონად გაიყიდება ყველა ვარიანტში, თავის სატრანსფერო ფასზე (45 მილიონი) ოდნავ ნაკლებია 40 მილიონი.

    ვინ გადაიხდის ამ მაზილა დეპაიში 50 მლ ღადაობთ?
    Culé [?]
    #8 24 დეკემბერი 2021 00:20
    1
    დემბელეს ინტელიქტზე რომ კაიფობთ და თქვენ აქ წერთ კომენტარებს ის ბარსაში თამაშობს, ტეხავს მაგრად მჯერა და იმედი მაქ მოიხოდება და შეგრცხვებათ ამ სიტყვების
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 23 დეკემბერი 2021 23:37
    1
    ციტატა: Norman Bates
    ტორესი მოვა, ფატი დაბრუნდება და მალე დაჯდება სკამზე ეს ცალტვინა. ლაპორტა იმიტომ უხანგრძლივებს რომ ზაფხულში მიაყიდოს, სხვა ილუზიები ნუ გაქვთ, ამისგან არაფერი არ გამოვა

    მე პირადად ბოლო ორი მატჩია ძალიან მომწონს. კი შეიძლება ელჩე არ იყო საზომი მაგრამ სევილია? ესპანეთში სიძლიერით მეორე გუნდია ამჟამად სევილია და დემბელემ აიკლო თავისი ფლანგი, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება. არ გამოვრიცხავ მართლა გასაშვებად უხანგრძლივებდეს ლაპორტა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 23 დეკემბერი 2021 22:18
    3
    ეს, რომ დაიბადა მამამისმა ბიჭი შემეძინაო და სიხარულისგან 6-ჯერ ააგდო და 2-ჯერ დაიჭირა.🤕
    გულშემატკივარი [?]
    #5 23 დეკემბერი 2021 21:58
    0
    ციტატა: VanillaDream
    ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გაყიდიან, ამასაც და დეპაისაც. 50-ში დემბელეს, 60-ში დეპაის.

    60 მილიონად არცერთი გუნდი არ იყიდის დეპაის თან ორწლიანი კონტრაქტი აქვს მხოლოდ
    Norman Bates
    სტუმარი [?]
    #4 23 დეკემბერი 2021 21:32
    4
    ტორესი მოვა, ფატი დაბრუნდება და მალე დაჯდება სკამზე ეს ცალტვინა. ლაპორტა იმიტომ უხანგრძლივებს რომ ზაფხულში მიაყიდოს, სხვა ილუზიები ნუ გაქვთ, ამისგან არაფერი არ გამოვა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 დეკემბერი 2021 21:21
    1
    ცუდი ნიუსია, ეგრევე უნდა გაუშვან barca-6
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 დეკემბერი 2021 21:16
    3
    დემბელეს მთავარი მინუსი არის ინტელექტი მაგიტომ ვერ გახდება ვერასდროს ერთერთი საუკეთესო.სევილიასთანაც ისეთ არადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებდა უბრალოდ გეცინება ნერვებიც აღარ გეშლება.თუ მოვიდა ტორესი ნახავთ რაც აკლია დემბელეს პასი ბურთის დაჭერა სწორი გადაწყვეტილება.დემბელე თავის სისწრაფერს ჭკუით რომ იყენებედეს კაცი ვერ აჯობებდა კრაიზეე..
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #1 23 დეკემბერი 2021 21:11
    3
    სადაც ვინისიუსს ეშველა ამას რატობარ დაადგება ვითომ საშველი, უნდა მოინდომოს, უნდა განავითაროს თავისი თავი, კონტრაქტი გაუხანგძლივონ მაგრამ მაქსიმუმ 2 წლით, შანსს მიიღებს თუ კარგად ითამაშებს, ტრამვიანობაც უნდა შეწყვიტოს მაშინ, ბოლო 2 თამაში კარგად ჩაატარა ახლა მაგისიბგაშვება სისულელე იქნება, და არც ჩავი მგონია დებილი ამაში რომ რაღაცას ხედავს, მაგრამ მაინც ტვინის კლონირება თუარ გაიკეთა და ერთი ამას არ გადაუნერგა გაუჭირდება ამასთან მუშაობა