ფერან ტორესის დამატების გამო ზიეჩის ტრანსფერი გამოირიცხა
ახალგაზრდა ესპანელი თავდამსხმელი, ფერან ტორესი უკვე "ბარსელონას" ფეხბურთელია - მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია და ტრანსფერი მხოლოდ ფორმალურადაა დამტკიცებული.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელის დამატების გამო "ჩელსის" შემტევის, ჰაკიმ ზიეჩის "ბლაუგრანაში" ტრანსფერი გამოირიცხა. კატალონიური გრანდი მაროკოელს სწორედ ტორესის ალტერნატივად განიხილავდა.
გავრცელებული ცნობებით, ფერან ტორესის ტრანსფერი ორშაბათს, 27 დეკემბერს, გაოფიციალურდება, პრეზენტაცია კი მომდევნო დღეს გაიმართება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]