ბარსელონას გავისა და ნიკოს პირველ გუნდში დარეგისტრირება უნდა
Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" სურს, ახალგაზრდა ფეხბურთელები გავი და ნიკო გონსალესი იანვარში პირველ გუნდში დაარეგისტრიროს.
წყაროს ცნობით, უმჯობესი იქნება, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, თუმცა, ამისათვის საჭიროა, "ბლაუგრანამ" რამდენიმე ფეხბურთელი გაუშვას.
იგივე წყარო იტყობინება, რომ ლა ლიგის რეგულაციების მიხედვით, კატალონიელთა მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს, ძირითად შემადგენლობაში "ბარსა ბ-ს" 3 ფეხბურთელზე მეტის დაყენება არ შეუძლია, გავისა და ნიკოს პირველ გუნდში დარეგისტრირება კი ამ პრობლემას გადაჭრის.
სერხიო აგუეროს მიერ კარიერის დასრულების შემდეგ "ბარსელონას" პირველ გუნდში ერთი თავისუფალი ადგილია, თუმცა, უახლოეს დღეებში ფერან ტორესის ტრანსფერის გაოფიციალურებას ველით.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 4 ]