3000–ზე მეტი გულშემატკივარი "ბერნაბეუზე"

3000–ზე მეტი გულშემატკივარი "ბერნაბეუზე"

გვარდიოლას შეგირდები მარტო არ იმყოფებოდნენ "სანტიაგო ბერნაბეუზე". მათ 3000–ზე მეტი გულშემატკივარი უჭერდა მხარს და ამისთვის დიდი სიხარულიც მიენიჭათ, მათმა გუნდმა 0:2 დაამარცხა მეტოქე.

 

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ყოველთვის ძალიან ძნელია რამე გააწყო მადრიდელი ფანების წინააღმდეგ, თუმცა "კულეები" ძალიან აქტიურები იყვნენ მთელი 90 წუთის განმავლობაში. "ბარსას" ფანები არ წყვეტენ თავიანთი გუნდის მხურვალე ქომაგობას, ისინი "მესტალიაზეც" ძალიან დიდი რაოდენობით იყვნენ თუმცა იქ გუნდი დამარცხდა, მაგრამ დედაქალაქში მოპოვებულმა გამარჯვებამ, ყველას ყველაფერი დაავიწყა.

 

"ბარსელონას" გულშემატკივრები უფრო ზემოთ ისხდნენ, ტრიბუნებზე. ისინი უდიდესი მხარდაჭერას უცხადებდნენ ფეხბურთელებს და ამხნევებდნენ მსაჯის ბოლო სასტვენამდე.

 

ზეიმი კანალეტეში

 

სასურველი შედეგის შემდეგ, "ბარსელონას" ფანები შეიკრიბენ კალანეტეში, სადაც აღნიშნავენ დიდ გამარჯვებებს. ძალიან ბევრმა "კულემ" მოიყარა თავი იმ ადგილას და მხურვალედ უჭერდა მხარეს საყვარელ გუნდს. ნელ–ნელა მათ უერთდებოდა ის ხალხიც, რომლებიც "ბერნაბეუდან" ბრუნდებოდა. ისინი აღნიშნავდნენ გუნდის უდიდეს ნაბიჯს ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.